in

შემოქმედებით საზოგადოებას ახალი ტიპის გლობალიზაციის შექმნა შეუძლია!

ბევრისთვის გლობალიზაცია ითარგმნება, როგორც Starbuckification — ნაცრისფერი ერთგვაროვნება მთელ მსოფლიოში. თუმცა ჯორდან დეილი, Amplify-დან, ამტკიცებს, რომ ჩვენ კვლავ შეგვიძლია გლობალური ოცნებები უფრო ფერადი გავხადოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ სიტყვა გლობალიზაცია ცოტა უხეშად ჟღერს. მას ჩვენამდე გლობალური ჰომოგენურობის იდეა მოაქვს, სადაც ყველაფერი ერთნაირია, მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ კუთხეში იმყოფებით… 

და აქაც არსებობს ერთი კარგი მაგრამ, თუ გლობალიზაციას შემოქმედებითი აზროვნების ობიექტივიდან შეხედავთ, მისი თბილი თვალებიც შეიძლება შეამჩნიოთ. მართალია, ყველას გვიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ რთულია, ერთი ფაქტის იგნორირება — პანდემიამ დაგვანახა, რომ ინტერნეტს შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის საშუალება ყველას მისცეს. 

თუმცა დღეს ჩვენი უმეტესობა მაინც ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა, სადაც საქმე იდეების შექმნას ეხება. ბუნებრივია, მათაც აქვთ საკუთარი სარგებელი, მაგრამ მაინც თან ახლავს წინასწარ ჩაფიქრებული შეზღუდვები, რომლებიც ჩვენ საკუთარ თავს დავუწესეთ იმის შესახებ, თუ როგორ შევქმნათ და ვაწარმოოთ შემოქმედებითი ნამუშევარი.

ჩვენ და ჩვენ

ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, როცა მზარდი გლობალური დაყოფა ხდება ომის, რწმენებისა და გეოპოლიტიკის საშუალებით, ამ ინდუსტრიამ გლობალური ჩვენ უნდა ეძებოს და ნაცნობი თუ უცნობი სფეროების მიღმა შემოქმედებითი თანამშრომლობაც სცადოს. 

თუ გლობალიზაციის ზრდამ რაღაც გვასწავლა, ეს არის ის, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში მოიძებნება უნიკალური ნიჭი, ნიშა და უნარ-ჩვევები, რომლითაც სარგებელი უნდა მივიღოთ. ხოლო ინდუსტრიისთვის, რომელიც ამ კრეატიული იდეებით ცხოვრობს, ვალდებული ვართ, ვიგრძნოთ კრეატიული ნიჭის ძიების პასუხისმგებლობა, წამოვწიოთ ისინი ნებისმიერი პროექტის წინა პლანზე და ავსახოთ მათი ხედვის უნიკალურობა. 

ჩვენ აქ ვართ

ერთ-ერთი საზოგადოება, რომელიც ამას საუკეთესოდ მოიცავს web3-ია. ჩვენ უამრავ პროექტს ვხედავთ, რომლებიც ადამიანებისა და მათი უნარების უნიკალურ ნაზავს წარმოადგენს.

ამის შესანიშნავი მაგალითია ციფრული ავატარების პერსონაჟებით წარმოდგენილი მხატვრული საერთაშორისო დოკუმენტური ფილმი, რომელიც ციფრული აქტივების რევოლუციის შესახებ, კრიპტო ხელოვნების გლობალურ მოძრაობასა და მის უკან არსებულ საზოგადოებაზე მოგვითხრობს. ადამიანები ამ პროცესს NFT კოლექციით უჭერდნენ მხარს და მფლობელებს საშუალებას აძლევდნენ, დახმარებოდნენ ფილმის წარმოებასა და ხელოვნების განვითარებაში. ამასთან, ​​ NFT ხელოვნების მოძრაობამ მხატვრებს საშუალება მისცა, ვირტუალურად შეკრებილიყვნენ და აეგოთ ახალი სამყარო ხელოვნების კონცეფციის გარშემო. 

ახალი რუბლი

აქ პროექტზე რუბლები უკრაინისთვის უნდა ვისაუბროთ, სადაც მთელი მსოფლიოდან 40 ხელოვანი გაერთიანდა. კონკრეტულად კი ამ პროექტმა სამი კონტინენტი გააერთიანა, მასში ჩართნენ მხატვრები უკრაინიდან, ავსტრალიიდან, შვედეთიდან და ა. შ. ისინი რუსული რუბლის გასაფუჭებლად შეიკრიბნენ და იგი უნიკალურ 1/1 ხელოვნებად გადააქციეს. თითოეული ფიზიკური ნაწილი NFT გახდა და წლის ბოლოს ისინი აუქციონზეც გამოვა. ბუნებრივია, მთლიანი შემოსავალი უკრაინის მხარდასაჭერად გადაირიცხება. 

გაათავისუფლეთ მხეცი

კონტენტის სივრცეში ვხედავთ შემქმნელებს, რომლებიც გლობალიზაციას ებრძვიან, მაგალითად ე. წ. იუთუბერი MrBeast ამ მიზნით კონტენტს 6 განსხვავებულ ენაზე თარგმნის. მეტიც, იგი მსგავსი სტრატეგიის განხორციელებაში სხვებსაც ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციას თან ახლავს შემოქმედებითად წინასწარ გააზრებული ცნებები, არსებობს შესაძლებლობები როგორც ბრენდებისთვის, ისე სააგენტოებისთვის, მიუდგეს მას პოზიტიურად და ახალი ხედვით. იმ სამყაროშიც კი, რომელიც ახლა იმაზე უფრო ფრაგმენტირებულია, ვიდრე ოდესმე, ჩვენ, შემოქმედებით საზოგადოებას, უნდა გვახსოვდეს, როგორ შეგვიძლია ყველას დაკავშირება ვნებით, რათა შევქმნათ საოცარი კონტენტი და გამოცდილება მასებისთვის. 

შესაძლოა, თქვენ მიერ ჩამოტვირთული აპლიკაცია Facebook-ის პაროლს გპარავდეთ

Destination Porsche — „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა