26
Dec
2018

მოწყობილობა, რომელიც თვითმფრინავში ბალიშის სიმაღლეს არეგულირებს

26 Dec 2018

veon
veon


პირად კომფორტზე ზრუნვა უკვე აღარავისთვისაა გასაკვირი. უამრავი ახალი და, ამავდროულად, ორიგინალური მოწყობილობის სიას სულ ახლახანს ბალიშის სიმაღლის დამრეგულირებელი მოწყობილობაც შეემატა, რომელიც ჩინელი მამა-შვილის – რობერტ და ტიფანი ჩენის შექმნილია.

ყველაფერი ასე დაიწყო: პეკინის მიმართულებით მგზავრობისას, ტიფანის ცუდად ეძინა. მამამ გადაწყვიტა, ზურგჩანთა საკვების ადგილას დაედო და შვილისთვის ძილი უფრო კომფორტული გაეხადა. რეალურად, ასეც მოხდა. თუმცა, ტიფანიმ და რობერტმა გადაწყვიტეს, შეექმნათ მოწყობილობა, რომელიც საზოგადოებისთვის ფრენას უფრო სასიამოვნოს გახდიდა, კერძოდ კი, მოწყობილობა, რომელიც იმ დონეზე აწევს და დაწევს ბალიშს, რომელზეც მოისურვებთ.

წყარო: www.popularmechanics.com

განხილვა