in

„ამერიკული ოცნების პორტრეტი“ Ralph Lauren-ის კამპანიაში

Ralph Lauren-ის უახლეს კამპანიაში ფერადკანიანი მამაკაცები, ქალები და ბავშვები ბრენდის ტრადიციულ სამოსში არიან გამოწყობილნი. თუმცა ეს მხოლოდ პოსტ-რასობრივი ამერიკის შეხსენება არ გეგონოთ, კონკრეტულ ისტორიას ეფუძნება, რომელსაც ბევრი ამერიკელიც კი არ იცნობს… 

M2

სურათის ფონზე Oak Bluffs-ს ხედავთ, რომელიც საუკუნეზე მეტია, რაც ფერადკანიანი თემების სახლია. განათლებული, საშუალო კლასის ფერადკანიანთა ოჯახების თავშესაფარს წარმოადგენდა, სადაც განვითარების შესაძლებლობა ჰქონდათ — ჰარლემის რენესანსისა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ძირითადი ფიგურები, ლენგსტონ ჰიუზიდან დაწყებული ლუთერ კინგ უმცროსამდე, ყველა იქ ატარებდა დროს. პრეზიდენტი ბარაკ ობამაც იქ ისვენებდა ოჯახთან ერთად.

ამ ისტორიაში კი ახლა Ralph Lauren საოცარი ფილმით გვამოგზაურებს, რომელიც სავსეა საარქივო მასალებით. A Portrait of the American Dream რადიკალური განაცხადია ამჟამინდელ კულტურულ კლიმატში, სადაც მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა მთავარი სამიზნე ხდება. 

ამგვარად, თქვენ ამერიკულ ბრენდს უყურებთ, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, როგორ უნდა დააკმაყოფილოს ფერადკანიანი მომხმარებლების საჭიროებები — ადამიანების, რომლებიც, McKinsey-ის მონაცემებით, 2030 წლისთვის მოდაში 70 მილიარდ დოლარამდე დახარჯავენ.

აღსანიშნავია, რომ კამპანიაზე მუშაობა 2022 წელს დაიწყო, რა დროსაც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ფერადკანიან აკადემიკოსებთან და კრიტიკოსებთან, რათა ზუსტად აესახათ, როგორ იქონიეს გავლენა სტუდენტებმა იმდროინდელ მოდაზე… 

თუ დღეს მუშაობის ხასიათზე არ ხართ, გეტყვით, რა უნდა მოუხერხოთ ამას

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი