რამდენიმე კვირის წინ, დეველოპერმა და იუთუბერმა დენის შირიაევმა, ძველი ჩანაწერების 4K გარჩევადობის ვიდეოებად ქცევა ძმები ლუმიერების ნამუშევრით დაიწყო. ახლა უკვე 1911 წლის ნიუ-იორკის ჯერია და 8 წუთიან ვიდეოში 1911 წლის ნიუ-იორკის ფერადი ყოველდღიურობა ჩანს. ეს ისტორიული კადრები, 1911 წელს, შვედურმა კომპანია Svenska Biografteatern-მა, ნიუ-იორკში მოგზაურობისას გადაიღო.
კადრების გათანამედროვებისთვის – 4K გარჩევადობის, 60 კადრი წამში ხარისხისა და ფერადი ეფექტის მისაღებად, დენისმა ნეირონული ქსელი, უფრო კონკრეტულად კი ალგორითმები Topaz Labs’ Gigapixel AI და DAIN გამოიყენა.
აქვე, შედარებისთვის შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოს პირველადი ვერსიაც: