აუდიტორიის მოსაპოვებლად ბრძოლაში ყველაზე ეფექტური გზა ინტერაქტიული საიტი გახდა. თუ ადრე საიტი მხოლოდ ინფორმაციას შეიცავდა, ახლა ცოცხალი ორგანიზმი გახდა.
იმისთვის, რომ ეჩვენებინათ რატომ არის აუცილებელი გასაბერი ჟილეტის ჩაცმა სარეკლამო სააგენტო CLM BBDO-მ ინტერაქტიული საიტი შექმნა. საიტზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განიცადოს ის პროცესი, რაც წყალში დახრჩობის დროს ხდება. ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვის იმიტაცია და წყლის ხმა წყალში ჩაძირვის სრულ ეფექტს ქმნის და სააგენტოს მიერ შექმნილ მოდელირებას უფრო რეალურს ხდის.
თქვენ თვითონ შეამოწმეთ ინტერაქტიული საიტი და სააგენტოს ნამუშევარი sortieenmer.com