Marvel-ის კომიქსების ერთ-ერთმა ყველაზე მხიარულმა პერსონაჟმა, დედპულმა, წითელი ფორმა ვარდისფრით ჩაანაცვლა, ამ ცვლილებას საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზანიც აქვს. რაიან რეინოლდსმა თავისი ახალი ფორმა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად მოირგო. მსახიობი, მისი პერსონაჟისთვის დამახასიათებელი საუბრის მანერით, საზოგადოებას მოუწოდებს უფრო მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ მსგავსი საკითხების მიმართ და დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ რთულ დაავადებებს ყოველდღიურად ებრძვიან.