in

მსოფლიოში ყველაზე დიდ აისბერგს გიგანტური ყინულის მასა მოწყდა

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ აისბერგს უზარმაზარი ნაწილი მოწყდა. იმ აისბერგზე გესაუბრებით, რომელიც თითქმის ტრილიონ ტონას იწონის! 2020 წელს საკმაოდ ნელა მოძრაობა დაიწყო ჩრდილოეთისკენ, ახლა კი სამხრეთ ატლანტიკის ჯორჯიის კუნძულისკენ მიიწევს, რითაც წარმოშობს საშიშროებას, რომ პატარა პინგვინები და სელაპები საკვები წყაროს გარეშე დარჩნენ. 

M2
M2

მოტეხილი ნაწილის ფართობი დაახლოებით 80 კვადრატული კილომეტრია, დარჩენილის კი 3360. სიგრძით დაახლოებით 19 კილომეტრია და მას მეცნიერები სატელიტით აკვირდებიან.

„ეს აისბერგის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მას აშკარად გამოეყო… ვწუხვარ, მაგრამ აისბერგის დაშლის საკითხი ზუსტი მეცნიერება სულაც არ არის. ძნელი სათქმელია, ყველაფერი ახლა ჩამოიშლება თუ კიდევ დიდხანს იქნება ამ ფორმით, — ამბობს ენდრიუ მეიჯერსი, British Antarctic Survey-დან. 

A23a-ს სახელით ცნობილი მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძველი აისბერგი ანტარქტიდას 1986 წელს ჩამოშორდა. 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე თავდაპირველი ფორმა შეინარჩუნა, 2020 წელს კი მოძრაობა დაიწყო ჩრდილოეთით, რაშიც ხელს ოკეანე უშლიდა და ძირითადად ერთ ადგილზე აბრუნებდა. 

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, აისბერგის უზარმაზარი ნატეხის ტრაექტორია სამხრეთ ჯორჯიისკენ, რომელიც სელაპებისა და პინგვინებისთვის მთავარი კვების წყაროა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს. თუმცა თუ კიდევ უფრო დაიშლება იგი, ნაკლები საფრთხე შეექმნება ველურ ბუნებას, თუნდაც იმიტომ რომ ცხოველებს, რომლებიც საკვებს მოიპოვებენ, მარტივად შეუძლიათ ყინულის მცირე ნატეხებში მანევრირება. თანაც ამის ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგან ყინულის მასაში უკვე მრავალი ბზარი შეინიშნება…

4Hospitals წარმოგიდგენთ 4Cast-ს – პირველ ქართულ სამედიცინო პოდკასტს!

როგორ მოქმედებენ შთამაგონებელი ლიდერები, რაც დიდ გავლენას ახდენს სხვებზე?