მიმდინარე წლის იანვარში ანტარქტიკის რეგიონში მდებარე ბრანტის შელფურ მყინვარს უზარმაზარი აისბერგი მოსწყდა — მას მასშტაბებით ლონდონსაც კი ადარებენ. თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებად რომ არ დარჩენილიყო და ჩვენც რეალურად გვენახა მისი მოცულობა, მკვლევრებმა აისბერგს ვიდეოც კი გადაუღეს.
A81-ის სახელით ცნობილი აისბერგი ნაპრალების გაჩენიდან მალევე გამოეყო მყინვარს და უედელის ზღვაში გადაინაცვლა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს მსგავსი განცალკევების მეორე შემთხვევაა, რასაც ბუნებრივი პროცესები უდევს საფუძვლად (გლობალური დათბობა). „ასეთი ზომის აისბერგის მოწყვეტას დიდი გავლენა აქვს ოკეანის ეკოსისტემაზე, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვალსაზრისით“, — განმარტავს ეკოლოგი გერაინტ ტარლინგი.
დიდი ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევების ინსტიტუტის მიერ გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც A81-ია ნაჩვენები, ვხედავთ, რამდენად დიდია ყინულის მასა. თანაც, მისი უდიდესი ნაწილი წყალქვეშა მოქცეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სრულად აღქმას ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ.