AAP Magazine-ის 43-ე ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვემოთ ფერებით მოყოლილ ამბებს გაგაცნობთ. 25 გამარჯვებული სურათი 15 ქვეყანასა და 4 კონტინენტს მოიცავს, გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ფერების გამოყენება ისე, რომ ემოციები აღვძრათ, სათქმელიც თვალშისაცემი გავხადოთ და ყოველდღიურობაში ჩაკარგული დეტალებიც გამოვავლინოთ. როგორც გითხარით, აქ ამბებს ფერებითა და ფოტოებით ჰყვებიან, ამიტომ მეტს აღარ გავაგრძელებთ და ქვემოთ AAP Magazine Awards-ის ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს გაგაცნობთ: