in

eBay – თუ საუკეთესო საახალწლო საჩუქარს ეძებთ…

ახალი წელი ლამაზად მორთული ნაძვის ხისა და მის ქვეშ სხვადასხვა ფერებად შეფუთული საჩუქრების გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წინასაახალწლო პერიოდი კი სწორედ ის დროა, როდესაც ყველა, განურჩევლად ასაკისა, ფიქრობს რა აჩუქოს საყვარელ ადამიანს და რით გაუხაროს მას გული. თუმცა, საჩუქრის მოძებნას, მის შეძენას, შემდეგ ლამაზად შეფუთვას, რაც ერთგვარი ტრადიციაა, საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ იცით, სად უნდა მოძებნოთ სასურველი საჩუქარი – eBay სწორედ ასეთი ადგილია.

საახალწლოდ კომპანიას არაჩვეულებრივი და განსაკუთრებულად კომფორტული შემოთავაზებები აქვს. აარჩიეთ სასურველი საჩუქარი, სახლიდან გაუსვლელად, იზრუნეთ მის შეფუთვაზე და მიიღეთ ის უმოკლეს დროში. ამგვარად, არც დრო დაგეხარჯებათ, არც ენერგია და თან არაჩვეულებრივ სიურპრიზსაც გაუკეთებთ საყვარელ ადამიანს.

ბრენდის 30 წამიანი ვიდეორგოლი ზუსტად იმ ლამაზად შეფუთულ საჩუქრებზეა, რომლებსაც მთელი გულით ელოდებოდნენ.

https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=RXE1ybx532M

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ საჩუქრებზე. მოძებნეთ eBay–ზე ის, რაც თქვენს საყვარელ ადამიანს გაახარებს, შეფუთეთ ლამაზად და მიიღეთ პირდაპირ სახლში. კომპანიის წარმომადგენლები ყველანაირ კომფორტს შეგიქმნიან, თქვენ მხოლოდ ისღა გექნებათ დარჩენილი, რომ საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ განათავსოთ და შემდეგ დატკბეთ მისი გახსნით განცდილი ბედნიერებით.

მართვის აკადემიის ტრენინგი – მართვის თანამედროვე მეთოდები – 24 ნოემბრიდან ქეთი ტყავაძესთან ერთად

სალსას გაკვეთილები Chanel–ის მოდელებისგან – ბრენდის კუბური კოლექცია