in

ახალ სენსორებს UFO-სთან დაკავშირებული ანომალიების შესწავლა შეეძლება

M2

პენტაგონის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევის სამსახური AARO ინოვაციურ სენსორებს ქმნის, რომელთა მეშვეობითაც დედამიწის ორბიტაზე ან ცაში UFO-ს დაფიქსირებას შეძლებენ.

„რეალურად ვიწყებთ იმის გაგებას, თუ რა არის ჩვენი პლანეტის გარეშემო არსებულ ორბიტაზე ან როგორ შეგვიძლია ანომალიური ობიექტების ამოცნობა“, — აღნიშნავს ტიმ ფილიპსი, AARO-ს დროებითი ხელმძღვანელი.

სენსორების ნაკრები, სახელწოდებით Gremlin System, მონაცემებს სინათლის სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონში აგროვებს. ფილიპსის თქმით, სენსორმა თავისი შესაძლებლობები უკვე იდეალურად გამოავლინა, ვინაიდან ამ ეტაპზე მრავალი ფენომენის დაფიქსირება შეუძლია კოსმოსში.

ამავდროულად, შესაძლოა, Gremlin System-ის სენსორები საჰაერო თავდასხმის თვალსაზრისით სუსტი ადგილების დასაზვერადაც გამოიყენონ.

2024 წლის 10 ტრენდული ფერი ინტერიერისთვის

თიბისის ციფრულ ბანკში გაიგე, რომელია კვირის ყველაზე პოპულარული, ანალიტიკოსების რჩეული და მზარდი აქციები