2
Oct
2018

მონსტრები ბავშვების ფანტაზიებიდან – 300-მდე ახალი პერსონაჟი პატარების ნახატებზე დაყრდნობით!

2 Oct 2018

ეს აარონ ზენზია, ამერიკელი ილუსტრატორი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბავშვების ნახატებზე დაყრდნობით 300-მდე ახალი პერსონაჟი – მონსტრი შექმნა.

აარონ ზენზი

პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და ასე, მიჩიგანის შტატში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის ბავშვს, მისცა შესაძლებლობა, ნებისმიერი სახის ნახატის გამოგზავნით, შეექმნა მონსტრის დიზაინი. მიღებული 17 000-მდე ნამუშევრიდან, აარონმა ისინი შეარჩია, რომლებიც მისთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. „შემდეგ, ვიმუშავე შერჩეულ, ამ არაჩვეულებრივ დიზაინებზე, ფან არტის ნაწილებზე, სხვადასხვა ფერის ფანქრის გამოყენებით, იმავე ტექნიკით, რითაც ვმუშაობ წიგნების ილუსტრირებისას“.

ამერიკელ ბავშვებს ჯერ კიდევ აქვთ საკუთარი ფანტაზიის სახალისო და განსხვავებულ მონსტრად ქცევის შესაძლებლობა. ფესტივალ ArtPrize-ის ფარგლებში, 19 დღის განმავლობაში, მათ შეეძლებათ ონლაინ შექმნან ესკიზები და დაელოდონ საკუთარ პერსონაჟს. მანამდე კი, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

 

 

 

განხილვა