ყველა კომპანიას უნიკალური მომხმარებლები ჰყავს, ამიტომ არ არსებობს ოპტიმალური ვებსაიტისა თუ დამაჯერებელი ქოფის შექმნის ერთადერთი ფორმულა, რომელიც ყველას მოერგება.
სწორედ აქ შემოდის A/B ტესტირება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ როგორც ვებსაიტისა და აპლიკაციის, ისე ქოფის, პროდუქტის დატესტვა და, რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული გამოცდილების შექმნა.
რა ქმნის A/B ტესტირების ხელსაწყოს
სანამ A/B ტესტირების საუკეთესო ინსტრუმენტების ჩამოთვლაზე გადავალთ, ვისაუბროთ იმ მახასიათებლებზე, რომლებიც უნდა მოძებნოთ A/B ტესტირების ხელსაწყოში.
უპირველეს ყოვლისა, ინსტრუმენტი უნდა გთავაზობდეთ როგორც საბაზისო, ისე A/B ტესტირებას. ზოგიერთ მათგანს აქვს დამატებითი შესაძლებლობები, ამიტომ კარგად უნდა შეისწავლოთ ინსტრუმენტი, სანამ მის გამოყენებას დაიწყებთ.
ზოგიერთი ინსტრუმენტი ტესტების შესაქმნელად მოითხოვს ტექნიკურ ცოდნას, ზოგს კი აქვს ადვილად გამოსაყენებელი ფუნქციები ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მომხმარებლისთვის; ზოგი გვთავაზობს ორივეს, მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული ინსტრუმენტი იმ უნარებს შეესაბამება, რაც გაქვთ.
ამასთან, თქვენი A/B ტესტის ინსტრუმენტმა უნდა შემოგთავაზოთ სეგმენტაცია და თქვენი სასურველი აუდიტორიის ჯგუფებთან დაკავშირების საშუალება, სტატისტიკური ანალიზი და ანგარიშგება და ტესტირების შესაბამისი პარამეტრები, რომლებსაც თქვენს საჭიროებებს მოარგებთ.
ქვემოთ განვიხილავთ 15 საუკეთესო A/B ტესტირების ხელსაწყოს, მათ შესაძლებლობებსა და გამორჩეულ ფუნქციას, რომელიც დაგეხმარებათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ინსტრუმენტი.
HubSpot & Kissmetrics’ A/B Testing Kit
HubSpot-ის A/B ტესტის პლატფორმა ადვილად გამოსაყენებელი ცხრილებისგან შედგება. ასე რომ, თქვენ არ დაგჭირდებათ კოდის რთული ცვლილებების შეტანა ან გამოთვლების გაკეთება. მას ასევე მოჰყვება სტატისტიკური მნიშვნელობის კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, იყო თუ არა თქვენი ტესტები მომგებიანი, წამგებიანი ან არაზუსტი. პლატფორმა უფასოა.
ეს უფასო პლატფორმა Google Marketing Platform-ის ნაწილია და გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ვებსაიტი და შექმნათ პერსონალიზებული გამოცდილება თქვენი აუდიტორიის სეგმენტირებისთვის.
ეს ინსტრუმენტი სესიების გამეორების ფუნქციას გთავაზობთ, რაც გაძლევთ უნიკალურ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ ინდივიდუალური მომხმარებლები თქვენს ვებსაიტთან, გეხმარებათ პრობლემური წერტილების აღმოჩენაში და ისეთი A/B ტესტების შემუშავებაში, რომლებიც კლიენტების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ.
პლატფორმა ფასიანია და 19 დოლარიდან იწყება.
VWO-ს აქვს მძლავრი ინტეგრაციები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, გადაიტანოთ მონაცემები თქვენს გარე ინსტრუმენტებში, რათა დააკავშიროთ თქვენი პლატფორმები და გაამარტივოთ თქვენი პროცესები. ეს პლატფორმაც ფასიანია, თუმცა საფასურთან დაკავშირებით მის ადმინისტრაციას უნდა დაუკავშირდეთ.
ეს პლატფორმა ექსპერიმენტების გაშვების შესაძლებლობას გაძლევთ, რაც გეხმარებათ მომხმარებელთა ყველაზე ძლიერი გამოცდილების შექმნაში. ფასთან დაკავშირებით აქაც ადმინისტრაციას უნდა დაეკონტაქტოთ.
ელექტრონული კომერციის ბიზნესისთვის საუკეთესო ვარიანტია. მასზე ტესტირების გაშვება შესაძლებელია დესკტოპზეც, ტაბლეტზეც და მობილურ ტელეფონზეც. ის გეხმარებათ, ნახოთ, როგორ ურთიერთობენ საიტის ვიზიტორები თქვენი საიტის სხვადასხვა ელემენტთან იმ მოწყობილობებზე, რომლებსაც თქვენი აუდიტორია იყენებს. საფასური 167$-ია თვიურად.
Crazy Egg არის ვებსაიტის ოპტიმიზაციის პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად შეამოწმოთ თქვენი საიტის გვერდების ვარიაციები ერთი პატარა კოდის მეშვეობით. ის 24$ ღირს და მცირე ბიზნესი საკმაოდ აქტიურად იყენებს.
თქვენ შეგიძლიათ დასახოთ მიზნები თქვენი ექსპერიმენტებისთვის. მონაცემების ანგარიშები დაგეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ ისეთი ზუსტი შედეგების მისაღწევად როგორსაც ეძებთ. მასზე ტესტირების რამდენიმე ვარიაციაა და შესაძლებელია მრავალი გვერდის ერთდროულად ტესტირება. ფასთან დაკავშირებით, უნდა დაეკონტაქტოთ პლატფორმის ადმინისტრაციას.
Convert არის ტესტირებისა და ვებპერსონალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის ექსპერიმენტული ხელსაწყოებით. ეს ინსტრუმენტი საუკეთესოა სააგენტოებისა და CRO ექსპერტებისთვის. მიმართეთ კომპანიას საფასურის გასაგებად.
ამ ინსტრუმენტის წყალობით ნებისმიერ ციფრულ არხს გატესტავთ. აქ შეგიძლიათ შეიმუშაოთ მომხმარებელთა პერსონალიზებული პროფილები ექსპერიმენტული მიზნებისთვის, ტესტები კი თქვენი სამუშაო ნაკადის გათვალისწინებით დააყენოთ. საფასურის გასაგებად აქაც ადმინისტრაციას უნდა მიმართოთ.
Kameleoon გეხმარებათ შექმნათ ვებექსპერიმენტები, რათა გაიგოთ მეტი თქვენი აუდიტორიის ჯგუფებისა და მათი გამოცდილების შესახებ. ის გეხმარებათ ულიმიტო A/B ტესტირებაში. ჭკვიანი გრაფიკული რედაქტორი კი ეხმარება არატექნოლოგიური ცოდნის მქონე მომხმარებლებს შექმნან შთამბეჭდავი ტესტები. ფასის გასარკვევად აქაც კონტაქტია საჭირო.
Convertize გეხმარებათ A/B ტესტების შემუშავებაში, რათა გაიგოთ მეტი თქვენი აუდიტორიის შესახებ და გაზარდოთ კონვერტაციები. მისი ბიბლიოთეკა A/B ტესტირების იდეების 150 არჩევანს გთავაზობთ მათთვის, ვინც არ იცის საიდან უნდა დაიწყოს ან უბრალოდ შთაგონებას ეძებს. ფასი: 59$.
Zoho PageSense არის ხელმისაწვდომი გადაწყვეტა თქვენი საიტის ვიზიტორების ქცევისა და პრეფერენციების გასაგებად,რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პერსონალიზებული გამოცდილება. ის აფასებს კონვერტაციის კურსის ტენდენციებს, რაც საშუალებას გაძლევთ, განახორციელოთ ცვლილებები და განახლებები ტესტების დასრულებამდე. ფასი 20$-დან.
Apptimize არის მაღალი სიმძლავრის ხელსაწყო, რომელიც გეხმარებათ ჯერ ექსპერიმენტი ჩაატაროთ თქვენს აუდიტორიასთან და შემდეგ გააკეთოთ არჩევანი, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის ჩართულობას და შემოსავალს. იგი შექმნილია აპლიკაციებისა და მობილური მოწყობილობების ტესტირებისთვის. ფასთან დაკავშირებით კი უნდა მისწეროთ.
ეს ინსტრუმენტი გეხმარებათ ჩაატაროთ ვებსაიტების გაფართოებული ტესტირება, რათა დარწმუნდეთ, რომ შექმნით ყველაზე ეფექტურ ვებსაიტებსა და მობილურ აპებს მომხმარებლების კონვერტაციისთვის. ის მორგებულია ნებისმიერი ტიპის ვებსაიტსა თუ მობილურ აპლიკაციაზე. ფასთან დაკავშირებით აქაც პლატფორმის ადმინისტრაციასთან მიმართვაა საჭირო.