in

გატანთ ჩვენს ძალას — ლიდერბეთი სპორტსმენების საქომაგოდ

ქართველი სპორტსმენების პარიზული ასპარეზობის წინ, ლიდერბეთი ახალ მხარდამჭერ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეო ლიდერბეთმა ახალი კამპანიის, „აბა შენ იცი!“-ის ფარგლებში გადაიღო, რომლის მთავარი მიზანი პარიზში მიმავალი სპორტსმენების გამხნევება და მხარდაჭერაა. 

მხარდამჭერი კამპანია იმ 28 სპორტსმენს ეძღვნება, რომლებიც 26 ივლისიდან საქართველოს სახელით იასპარეზებენ.

მთავარი სათქმელი, რომელიც ყველას გვაერთიანებს, კამპანიის შინაარსითაც ნათელია.

„ჩვენ, ქართველი ქომაგები, სპორტსმენებს გატანთ ქართული ბუნების ძალას და შეუპოვრობას! ჩვენ თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები, მებრძოლებს გატანთ ყველაზე მნიშვნელოვანს, ქართული ღირსების სიმბოლოს — ჩვენს დროშას, დიდებული გამარჯვებისთვის!“

განურჩევლად იმისა, ვართ ამ ქვეყნის ამაყი მთების თუ შეუპოვარი ზღვის შვილები, ვამხნევებთ საყვარელ სპორტსმენებს ყველაზე უშუალო და ამავდროულად, ყველაზე მრავლისმთქმელი შეგონებით — აბა შენ იცი!

კამპანიის იდეის და კონცეფციის ავტორი ლიდერსპორტია, ხოლო ვიდეო კონცეფციის ავტორი და შემსრულებელი მოზაიკა. 

ყველაზე დიდი დელეგაცია პარიზში ძიუდოს ეყოლება. მათ შორის არის ლიდერბეთის ამბასადორი და ოლიმპიური ოქროს მფლობელი ლაშა ბექაური. 

ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან ისეთი სპორტის წარმომადგენლები, როგორიც არის: ჭიდაობა, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ბატუტზე ხტომა, კრივი, ცურვა და მძლეოსნობა. აბა შენ იცი საქართველო!

[R]

Nike X Jacquemus ახალ კოლექციას ვიდეოთი გვაცნობენ

British Airways – ავიაკომპანიების ერთ-ერთი პიონერის ისტორია