Abarth-ის ისტორია არის ამბავი ავტომობილების სიყვარულის, ინოვაციისა და ბარიერების გადალახვის დაუცხრომელ სწრაფვაზე. ბრენდის დაფუძნება უკავშირდება კარლო აბარტის სახელს, რომელსაც ამ საქმისკენ გულმა სისწრაფის სიყვარულის გამო გაუწია. 1949 წელს, ალბათ, ვერც იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ, მის მიერ შექმნილი ბრენდი მსოფლიოში იქნებოდა აღიარებული. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Abarth-ზე მოგიყვებით.
კომპანია იტალიის ქალაქ ბოლონიაში დაარსდა. ის დაიბადა კარლო აბარტის დიდი სურვილიდან, ჩვეულებრივი მანქანები ექცია განსაკუთრებულ მექანიზმად, რომელიც შეუდარებელ სისწრაფესა და მოქნილობას უზრუნველყოფდა. კარლო აბარტისთვის სისწრაფის სამყარო უცხო არც მანამდე. ავტომწარმოებლამდე მოტოციკლისტი გახლდათ, რომლის სპორტული კარიერა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ნაადრევად დასრულდა, თუმცა მისი სიყვარული ავტოსპორტის მიმართ არ განელებულა. მისი ხედვა იყო შეექმნა კომპანია, რომელსაც სერიული მანქანების გაუმჯობესება და მათი მაღალი მწარმოებლურობის სპორტულ მანქანებად გარდაქმნა შეეძლო. გამომგონებლურმა ნიჭმა და მეწარმეობრივმა სულისკვეთებამ საფუძველი ჩაუყარა ბრენდს, რომელსაც საავტომობილო სამყაროში ახალი ისტორია უნდა დაეწერა.
Abarth-ის გზა დაიწყო Fiat-თან თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც იქმნებოდა „ტიუნინგის“ კომპლექტები Fiat-ის სტანდარტული მანქანების მწარმოებლურობის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად. ეს კომპლექტები ძალიან პოპულარული გახდა ენთუზიასტებს შორის, რადგან მათ საშუალებას აძლევდა, რომ რბოლის მსგავსი შეგრძნებები უფრო ხელმისაწვდომ ფასად განეცადათ. Fiat-თან პარტნიორობა მოგვიანებით Abarth-ის იდენტობის განმსაზღვრელ ელემენტად იქცა.
ბრენდმა სწრაფად მიიპყრო ყურადღება ავტოსპორტის სამყაროში 1950-იან და 1960-იან წლებში. Abarth-ის მანქანები ცნობილი გახდა მათი მსუბუქი დიზაინით, გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და ძლიერი ძრავებით. სისწრაფის ხარდა, არამედ ვიზუალურადაც მიმზიდველი გახლდათ და სარბოლო კულტურის სულისკვეთებას განასახიერებდა. Abarth-ის მანქანებმა შეძლეს დომინირება სარბოლო ტრასებზე, არაერთხელ მოიპოვეს გამარჯვება თავიანთ კლასში და ბრენდის კონკურენტუნარიანობის რეპუტაცია განამტკიცეს.
Abarth-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი იყო Fiat Abarth 595, Fiat 500-ის გაძლიერებული ვერსია. 595 გახლდათ კომპაქტური, მაგრამ უაღრესად სწრაფი. ის რბოლის ენთუზიასტების საყვარელი მოდელი გახდა და დღემდე Abarth-ის გამომგონებლობის სიმბოლოდ რჩება.
Abarth-ის ფილოსოფია ყოველთვის იყო საზღვრების გადალახვა და მწარმოებლურობის ზღვარზე ყოფნა. დღეს, ბრენდი Stellantis ჯგუფის ნაწილია და განაგრძობს განვითარებას. ის აერთიანებს თავის ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე ინოვაციებს. ლოგოზე კვლავაც მორიელის ნიშანია გამოსახული, რომელიც კარლო აბარტისთან ასოცირდება.
არადა, ეს ყველაფერი მოკრძალებულად დაიწყო, პატარა იტალიურ სახელოსნოში და გლობალურ საავტომობილო ლეგენდად იქცა. Abarth-ის მემკვიდრეობა კარლო აბარტის ხედვის, სისწრაფისა და სტილის დასტურია.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.