in

ABBA ორენჯ სანტა სადღააა?

ახალ წლამდე 10 დღე დარჩა, მაგრამ ჯერ არსად არ ჩანს უკვე ტრადიციად ქცეული ორენჯ სანტა და მისი თავგადასავალი. ამავდროულად, 20 დეკემბერს ტელევიზიით გამოჩნდა საქართველოს ბანკის ახალი კამპანია, შესანიშნავი დომენით www.2015.ge და ცნობილი შვედური ჯგუფი  ABBA-ს საახალწლო სიმღერის ქართულ-ბანკური ვერსიით. ვებგვერდზე შესაძლებელია საკუთარი ლექსის აწყობა და მეგობრისთვის გაგზავნა სხვა განსაკუთრებული იქ არაფერია.

ვიდეოს სახელწოდებაში ჯგუფი ABBA და 2015-ი განახლებული ქართული სანომრე ნიშნების სტილშია დაწერილი – [AB-2015-BA]. ეს უბრალო დამთხვევაა თუ საქართველოს ბანკიც განახლებული  კრეატიული კონცეფციით ხვდება ახალ წელს ამას მომავალ 10 დღეში ვნახავთ. ველით თქვენ კომენტარებს და შეფასებებს.

 

ყავის სახლის დიზაინის კონცეფცია – ლადო აზნაურაშვილის ნამუშევარი

2014 წლის 7 ვირუსული კამპანია