in

როგორ უნდა დალიოთ აბები ისე, რომ ორგანიზმმა სწრაფად შეიწოვოს?

წამლის გადაყლაპვისთანავე ის ხანგრძლივ მოგზაურობას იწყებს თქვენს კუჭში, ნაწლავებსა და სისხლძარღვებში. მაგრამ მისი შეწოვა შეიძლება შეფერხდეს. თანაც, ისე რომ, გადასამუშავებლად 1 საათზე მეტიც დაგჭირდეთ. ეს კი თქვენს პოზაზეა დამოკიდებული. 

M2
M2

კონკრეტული საკითხი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა. მათ დაასკვნეს, რომ წამლების შეწოვისთვის ყველაზე კარგი პოზა მარჯვენა მხარეზე წოლა ან დაყრდნობა იყო. 

შესაძლოა, საერთოდ არ დარდობდეთ იმაზე, რამდენი დრო დასჭირდება ორგანიზმს წამლის შეწოვისთვის, თუმცა, დაფიქრდით, როცა ტკივილგამაყუჩებელს სვამთ, რა შედეგი შეიძლება მოგცეთ წამლის სწრაფად შეწოვამ… ან თუნდაც, არტერიული წნევის დროს რამდენად მნიშვნელოვანი ხდება წამლის სწრაფი მოქმედება. 

კომპიუტერული მოდელის გამოყენებით მკვლევრებმა ადამიანის კუჭის 4 მოდელი გამოცადეს, რომელიც დაფუძნებული იყო 34 წლის კაცის სხეულის მაღალი რეზოლუციის სკანირებულ სურათებზე. StomachSim-მა საჭმლის მომნელებელ სისტემაში აბების მოძრაობის სიმულაცია მოახდინა. 

აბების მიღება, როცა ეყრდნობით ან წევხართ მარჯვენა მხარეს, ნიშნავს იმას, რომ იგი ამ კომპიუტერული კუჭის ყველაზე ღრმა ნაწილებში ხვდება და იშლება ორჯერ უფრო სწრაფად. მარცხენა მხარეს წოლისას კი აბების შეწოვას 5-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მარჯვენა მხარეს, სადაც გრავიტაცია და ანატომია კუჭის მხარეს ექცევა. 

ამასთან, წინა კვლევებმაც დაადასტურა, რომ მარჯვენა მხარეს წოლა კუჭიდან ნაწლავებში საჭმლის გადატანის პროცესს აჩქარებს, ხოლო ჯდომა, დგომა ან მარჯვენა მხარეზე დაყრდნობა პერორალური მედიკამენტების შეწოვას აუმჯობესებს. 

მკვლევრებმა აბების შეწოვის საკითხი გასტროპარეზის მქონე პაციენტების სიმულაციითაც გამოცადეს. მათ აღმოაჩინეს, რომ აბების შეწოვის სისწრაფეზე კუჭის მონელების სიმულაციური ძალის მცირე კლებასაც კი ჰქონდა გავლენა. 

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გამოთვლითი მოდელები და კუჭის სითხის მექანიკის სიმულაციები კომპლექსურ ფიზიოლოგიურ პროცესებზე სასარგებლო და უნიკალურ შეხედულებებს გვთავაზობს, რაც წამლის დაშლას უდევს საფუძვლად, — აცხადებენ მკვლევრები. 

ხოლო, თუ გსურთ წამალმა მალევე იმოქმედოს, მარჯვენა მხარეს დაწოლა არ დაგავიწყდეთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერული სიმულაციები რთული პროცესების სასარგებლო, მაგრამ ძალიან გამარტივებული მოდელებია…

ავტოსამყაროს 5 გამორჩეული დიზაინერი

Mercedes-Benz-ის „მწვანე პოლიტიკას“ რეალური ილუსტრაციებით აკრიტიკებენ