in

Abercrombie and Fitch – უსახლკაროთა ბრენდი

ვირუსული ვიდეო, რომელსაც წარმოგიდგენთ ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება წარმატებული საქველომოქმედო კამპანიის წამოწყება იმ დროს, როდესაც კომპანია უარს აცხადებს არა მხოლოდ ქველმოქმედებაზე, არამედ იმ ადამიანების მომსახურეობაზეც რომლებიც მათ “პარამეტრებს” არ აკმაყოფილებენ.

Business Insider-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ,  სადაც  Abercrombie & Fitch-ის გენარალური დირექტორი აცხადებს, რომ მათი ტასაცმელი არ არის გათვლილი უბრალო ადამანებისთვის ან მათთვის ვისაც ზედმეტი წონა აქვს.

ციტატა Business Insider-ის სტატიიდან:

“In every school there are the cool and popular kids, and then there are the not-so-cool kids,” he says. “Candidly, we go after the cool kids. We go after the attractive all-American kid with a great attitude and a lot of friends. A lot of people don’t belong [in our clothes], and they can’t belong. Are we exclusionary? Absolutely.”

ეს განცხადება გახდა მიზეზი ახალი საქველმოქმედო კამპანიის  # FitchTheHomeless-ის წამოწყების. მწერალმა Greg Karber-მა გადაწყვიტა  Abercrombie & Fitch-ის ტანსაცმელი გაჭირვებულებისთვის დაერიგებინა.

თავისი იდეა ვიდეოს სახით YouTube-ზე გააზიარა, რის შემდეგაც მას აუარებელი მნახველი და მხარდამჭერი გამოუჩნდა.

“ძალიან გული დამწყდა, როდესაც Abercrombie & Fitch გენერალურ დირექტორის განცხადება წავიკითხე, ვცდილობ ის ნეგატიური განწყობა, რაც Abercrombie & Fitch-გან წამოვიდა პოზიტიური გავხადო და ეს კამპანია სწორედ ამიტომ წამოვიწყე” 

კომენტარი   # FitchTheHomeless-ის შესახებ  A&F-ს ჯერ არ გაუკეთებია.

Amazon სმარტფონს 3D ეკრანი ექნება

იმპრესიონიზმი განათების ბიზნესში