in

აბესალომ ყაველაშვილი Lürzer’s Archive-ის 2021 წლის 200 საუკეთესო ციფრულ არტისტს შორის მოხვდა

დიზაინერი და არტ-დირექტორი აბესალომ ყაველაშვილი Lürzer’s Archive-ის წლევანდელ რჩეულ დიზაინერებში მოხვდა. მისი ნამუშევრები გამოცემა 200 Best Digital Artists in the Worldwide 2021-ში დაიბეჭდა. აბესალომ ყაველაშვილის პროექტებიდან Lürzer’s Archive-მა, წელს, ორი გამოარჩია და ტიპოგრაფიის კატეგორიაში განათავსა.

BOG
BOG

„დარჩი სახლში“

ეს აბესალომის პერსონალური ნამუშევარია, რომელიც Covid-19 პანდემიის დასაწყისში შექმნა.

„ქეშბექი“

ლიბერთი ბანკის ლოიალობის პროგრამა „ქეშბექის“ ვიზუალურ ნაწილზე აბესალომ ყაველაშვილმა სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით იმუშავა.

გამოცემა Lürzer’s Archive შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის იქმნება და აერთიანებს სარეკლამო კამპანიებს მთელი მსოფლიოდან. ჟურნალი 1984 წელს შეიქმნა და ერთ-ერთ გამორჩეულ გამოცემადაა მიჩნეული.

ახალი საახალწლო სიმღერები – საჩუქრად „მეამასგან“

მანქანა წარმატებისა და ინოვაციების მდიდარი ისტორიით – McLaren-ის ისტორია