in

„აბჯარი” – კომპრესიული სამოსის ქართული ბრენდი

ამ ბრენდის იდეა და ისტორია ჩვენთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა და გვსურს, რომ თქვენც გაგიზიაროთ. მისი პროდუქტი საბრძოლო ხელოვნებას უკავშირდება და შესაბამის სეგმენტზეა გათვლილი. როგორც ჩვენი რუბრიკის სხვა კომპანიები, „აბჯარიც” ქართულ ნაწარმს ქმნის და ეს მისი სახელწოდებიდანვე ნათლად ჩანს. 

იდეა და განხორციელება

იდეა თავისთავად, მისი ავტორის ცხოვრების წესიდან გამომდინარე მოვიდა. ვალერიან დათუკიშვილი წლების განმავლობაში სპორტით, კერძოდ, ძიუდოთი იყო დაკავებული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სპორტიდან წამოსვლა მოუწია. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თავისთვის მნიშვნელოვან საქმეს ბოლომდე მაინც ვერ მოშორდა, ამიტომ იფიქრა, თუ რა შეეძლო გაკეთებინა. 

მე და ჩემმა შეყვარებულმა, რომელიც დღეს უკვე კომპანიაში მარკეტინგის მიმართულებით მეხმარება, ერთად მოვიფიქრეთ, რომ დაგვეარსებინა ქართული კომპრესიული სამოსის კომპანია. ერთგვარი ინსპირაცია იყო ჩემთვის ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: Nike, Adidas და სხვა, რომლებიც ქმნიან კომპრესიულ სამოსს სპორტსმენებისთვის. 

ბაზრის მოკვლევა დავიწყეთ და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში მაინდამაინც გავრცელებული არ იყო ეს ბიზნესი. მეტიც, ახლა ჩვენც სამოსის ნაწილს საქართველოში ვამზადებთ, ნაწილი კი აუთსორსზე კეთდება, რადგან ბოლომდე არაა შემოსული ყველა საჭირო ტექნოლოგია. იდეა 2019 წლიდან გაჩნდა, თუმცა სანამ ყველა საკითხი მოვაგვარეთ, დრო დაგვჭირდა და საბოლოოდ, 2021 წელს ჩამოვყალიბდით, როგორც ბრენდი”, – ვალერიან დათუკიშვილი, დამფუძნებელი.

სახელწოდება „აბჯარი” ძველი ქართული სიტყვიდან მოდის. ქართველი მეომრები ბრძოლის წინ აბჯარს იცვამდნენ და ვალერიანი გვეუბნება, რომ რადგან მისი ბიზნესიც ძირითადად, საბრძოლო სპორტთან არის დაკავშირებული, ეს სახელი ძალიან რელევანტურია. 

რა უპირატესობები აქვს კომპრესიულ სამოსს? 

არის ძალიან კომფორტული და ანტიბაქტერიული. ამასთან, ის კუნთებს კომპრესიას უკეთებს, რაც ანელებს რძემჟავას გამოყოფას. 

მართალია, პატარა ბრენდი ვართ, მაგრამ ჩვენი მაქსიმალური მცდელობა ისაა, რომ ხარისხით არ ჩამოვუვარდეთ არც ზემოხსენებულ ადიდასსა და ნაიკს და არც სხვა სახელებს, ვინც ამ ტიპის სპორტულ სამოსზე მუშაობს. ჩვენს ტექნიკურ პაკეტზე ძალიან ძლიერი პროფესიონალები მუშაობენ. სპეციალურად მოვიწვიეთ ისეთი ადამიანი, რომელმაც ეს თემა ზეპირად იცის, უზარმაზარი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბაზარზე და გარანტიის მოცემა შეუძლია, რომ ჩვენი პროდუქტი ხარისხიანი იქნება”, – ვალერიან დათუკიშვილი, დამფუძნებელი.

როგორც ყველა სტარტაპს, დაბრკოლებების გადალახვა, რა თქმა უნდა, აბჯარსაც უწევს, თუმცა გუნდი არ წყვეტს საკუთარ განვითარებაზე მუშაობას და ცდილობს, რომ სირთულეებში ყოველთვის იპოვოს გამოსავალი. 

ძირითად სირთულედ, რომელიც თავიდან იყო სტარტაპში, ვალერიანი ფინანსებს გამოყოფს. 

როცა იდეის დამუშავება დავიწყეთ, გარკვეული ოდენობის თანხა გვქონდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ყველა ჩანაფიქრის ასასრულებლად. დავიწყეთ დაფინანსების მოძიება და აქ საქართველოს ბანკს მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან დაგვიჭირა მხარი და დღესაც მუდმივად ვგრძნობ მათ თანადგომას”, – ვალერიან დათუკიშვილი, დამფუძნებელი. 

როგორც მოგეხსენებათ, რუბრიკას Made in Georgia საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით გთავაზობთ. ბანკის მიზანი ქართული ნაწარმისა და კომპანიების მხარდაჭერაა. ამისთვის ბრენდი ქართულ ბიზნესს სპეციალურ ფასდაკლებებსა და სტიკერების ნაკრებს სთავაზობს, რომელიც აღნიშნავს, რომ პროდუქტი საქართველოშია დამზადებული. 

რაც შეეხება „აბჯარს”, ვალერიანი გვეუბნება, რომ სამომავლოდ ისეთი სიმაღლეების მიღწევა სურს, როგორზეც მისი ფავორიტი სპორტული ბრენდები არიან. აქვე დასძენს, რომ ესმის ამ გზის გავლა როგორი რთულია, თუმცა მისი კომპანიის სლოგანი არის Beyond The Limits, საზღვრების გარეშე და სჯერა, რომ თუკი მოინდომებ, მართლა ყველაფრის გაკეთება და მიღწევაა შესაძლებელი. 

სიგარეტის კვამლი კანს შეხებითაც აზიანებს

რეკომენდაციები, თუ როგორ დაიცვათ თავი მზის მავნე ზემოქმედებისგან