20
Dec
2018

ქართულმა კრეატიულმა სააგენტომ ABK მუშაობის ათი წელი შეაჯამა

20 Dec 2018

ქართული კრეატიული სააგენტო ABK სარეკლამო ბაზარზე 2008 წლის რვა აგვისტოს გამოჩნდა. სააგენტო ანასტასია ახვლედიანმა, ნიკუშა მოწონელიძემ, ლომერო ახვლედიანმა და ბუბა რადიანმა დააფუძნეს. სააგენტო ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG წლის საუკეთესო დიზაინ სააგენტოს ტიტულის მფლობელი. სააგენტომ ათი წლის მუშაობა შეაჯამა.

 

ანასტასია ახვლედიანი: “ABK 10 წლის გახდა. დაარსებიდან დღემდე ბევრი სირთულე იყო. სირთულეების მიუხედავად დღემდე შევინარჩუნეთ ჩვენი ადგილი საქართველოს საკომუნიკაციო სივრცეში. ვეცდებით მომავალი 10 წელიც ვაკეთოთ ჩვენი საქმე და შევიტანოთ ჩვენი წვლილი საქართველოს სარეკლამოს სფეროს განვითარებაში.”

განხილვა