in

როგორი იყო სააგენტო ABK-ის 2023 წელი

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო ABK-ის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

2023 ABK-თვის ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი წელი იყო.

წლის ბოლოს ჩვენს ანგარიშზე რამდენიმე დასამახსოვრებელი კამპანიაა. 2023  გამორჩეული იყო დიზაინის კუთხით.

ერთ-ერთი პროექტია ვიზუალური ბრენდინგი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო თასებისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ ზამთრის სპორტის მხარაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობთ მსგავს პროექტებზე. ამიტომ შეიქმნა ABK MTA-ც, როგორც ცალკე მიმართულება.

პირველად ვითანამშრომლეთ Tegeta Motors-თან, რომლისთვისაც ზამთრის უსაფრთხოების კამპანია გავაკეთეთ, ასევე გადავიღეთ ვიდეორგოლი ბიუ-ბიუსთვის.

შეგვიძლია გამოვყოთ Alpina-ს რობოტების სერია და მღებავების კამპანია Caparol-ისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მაინც ABK Cinema-ს შექმნაა. 

ეს არის დამოუკიდებელი კინოწარმოება და ვიდეოპროდაქშენი, რომლის მიზანიც ქართული კინოპროექტების სწორი განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გატანაა, რაც პირდაპირ კავშირშია სფეროს კომერციულად გაძლიერებასთან.

უკვე გაიხსნა ABK-ს წარმომადგენლობა საფრანგეთში, რომელიც ჩვენს სამივე მიმართულებას, საკომუნიკაციო სააგენტოს, ექსტრემალური გადაღების პროდაქშენს და კინოწარმოებს აერთიანებს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებებს ევროპულ კინომწარმოებლებთან.

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო ჯეპრასთვის

როგორი იყო სააგენტო Ogilvy Georgia-ს 2023 წელი