კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მოგზაურობის აკრძალვამ ბევრ ჩვენგანს დასწყვიტა გული. ხშრიად, ვერ მივდივართ იმ ადგილებში, რომლის ნახვაც გვიყვარს ან მათი გვაინტერესებს. თუმცა, თავგადასავლებით და ჯადოსნობებით სავსე წიგნების სამყაროში მოგზაურობა კვლავაც ნებადართულია. სწორედ ამ ამბის გადმოსაცემად შეიქმნა bookshop.ge-ს ანიმაციური რგოლი, რომელზეც საკომუნიკაციო სააგენტო ABK-მ იმუშავა.
მიშკა სეხნიაშვილი, ABK-ს სენიორ ქოფირაითერი: “ანიმაციის მიზანი ახალი მკითხველებისთვის სხვადასხვა წიგნების ვიზუალური გზით გაცნობაა, ხოლო მათთვის, ვინც უკვე იცნობს ამ ნაწარმოებებს, ეს უბრალოდ შეხსენებაა. მთავარი მოქმედი გმირი მოგზაურობაში ყველასთვის საყვარელი პერსონაჟების ნივთებსა და სიმბოლოებს იყენებს. ჰარი პოტერის ჯადოსნურ ჯოხს იგი შერლოკ ჰოლმსის კართან მიჰყავს, კარს ბეჭდების მბრძანებლის ბეჭედთან, ბეჭედი ებანაიზერ სკრუჯის მოჩვენებასთან გადაჰყავს, ხოლო ბოლოს, სტივენ კინგის კლოუნის ბუშტის მეშვეობით სახლში ხვდება და შვილისთვის ნაყიდ წიგნს ნაძვის ხის ქვეშ ტოვებს.”