in

ABK-ს თანამშრომლები კომპანიის თანამფლობელები ხდებიან!

2021 წლიდან საკომუნიკაციო სააგენტო ABK-ს სათავეში, ერთი ადამიანის ნაცვლად, მმართველი ბორდი იქნება. “ჩვენ სააქციო საზოგადოებად ჩამოვყალიბდით” – აცხადებენ სააგენტოში.

bog
bog-mob

ახალი მმართველებისა და აქციონერების გუნდში სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები არიან გაერთიანებული – ანასტასია ახვლედიანი, ლომერ ახვლედიანი, მიხეილ სეხნიაშვილი, ირაკლი დოლიძე, ლაშა ნოზაძე და ზაქრო გოგოლიძე. ყველა გასაჭირი რაღაც კარგის დასაწყისია” ასე ამბობენ ABK-ს წარმომადგენლები, რომლებიც რთულ და არაპროგნოზირებად პერიოდს ყოველთვის ეფექტურად იყენებენ.

სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება სააგენტოს იდეებისა და გადაწყვეტილებების მრავალფეროვნებას ემსახურება – “არჩეული მოდელის მიხედვით გადაწყვეტილებებს ერთად მივიღებთ და კომპანიის წარმატებასა და ღირებულებაზე ყველა თანაბრად ვიზრუნებთ.”

ამ გადაწყვეტილებამ პასუხისმგებლობასთან ერთად ABK-ს იმ წევრების მოტივაციაც გაზარდა, რომლებიც უკვე წლებია სააგენტოში მუშაობენ – ისინი უკვე კომპანიის თანამფლობელები არიან.

“როდესაც პროფესიულად ყალიბდები და იზრდები, რაღაც უფრო მეტი გსურს. საკუთარი კვალიფიკაციის ფონზე აღარ გაკმაყოფილებს უბრალოდ თანამშრომლად ყოფნა. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა… მართალია, მმართველი გუნდი 6 ადამიანს გვაერთიანებს და ეს არ შეიცვლება, თუმცა სხვა თანამშრომლებს ჩვეულებრივ შეუძლიათ აქციების შეძენა.” – ანასტასია ახვლედიანი, ABK-ს თანადამფუძნებელი.

როგორც ჩანს, კრიზისის დროს დაბადებული საკომუნიკაციო სააგენტო ABK მძიმე პერიოდში კვლავ განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, სამომავლო შედეგებს დაველოდოთ.

OpenAI-ის ახალი პროექტი, რომელიც სიტყვებს ფოტოებად გარდაქმნის

ჩამოსხმული წყლის ჩინელი მაგნატი მსოფლიოს მე-6 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა