in

ABK-მ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ვიზუალური სტილი შექმნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ვიზუალური სტილი განაახლა. პროექტზე სააგენტო ABK-მ იმუშავა. შეიცვალა მთავარი სიმბოლო. ასევე, განახლდა მეხანძრე–მაშველთა უნიფორმების, ავტომობილებისა და სხვა მასალების ვიზუალები.

ირაკლი დოლიძე, ABK-ს უფროსი დიზაინერი: “ამ პროექტზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იმ ადამიანებისთვის კეთდებოდა, რომლებიც სხვების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ. ამავე დროს, სიმართლე გითხრათ, ეს თემა მეც პირადად ძალიან მაინტერესებს.

კლიენტის სურვილი იყო, რომ ახალ ლოგოში საგანგებო სიტუაციების სამსახურების საერთაშორისო სიმბოლო, სამკუთხედი აუცილებლად გამოგვეყენებინა. ამის გათვალისწინებით შეიქმნა უნიკალური სიმბოლო, ნეგატიურ სივრცეში სამი მხრიდან დაცული სამკუთხედი, რომელიც საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარ პრინციპებს განასახიერებს. ესენია: პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება.”

ქართული ღვინის გილდია – ღვინის სკოლა პროფესიული გადამზადებისთვის

„ნამდვილი ღირებულებები მუდმივია“ – „ვეფხისტყაოსნის“ გმირები „ნატახტრის“ ახალ სერიაზე