ერეკლე მხეიძეს, სარეკლამო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იყო კოპირაიტერი, არტ დირექტორი, რეჟისორი და კრეატიული დირექტორი. კარიერა DDB Georgia-სა და Betterfly-ში დაიწყო, შემდეგ, ABK-ს გუნდს შეუერთდა, Mozaika-სა და Kollektiv-ის კოლაბორაციის კრეატივ დირექტორობაც მან ჩაიბარა. ცოტა ხნის წინ კი, ABK-ს გუნდს დაუბრუნდა, კრეატივ დირექტორად.
ერეკლე მხეიძე: „დავიწყებ იქიდან, რომ ეს ჩემი „მეორედ მოსვლაა“ ამ სააგენტოში. ესაა სააგენტო, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს და ეს სიყვარული ბევრ წელს ითვლის. განსაკუთრებული სიყვარულის მიზეზი კი განსხვავებული გარემო, მიდგომა და ფასეულობებია, რითაც ABK და მისი პორტფოლიო ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა. ეს არის სივრცე, სადაც თავმოყრილნი არიან უნიჭიერესი პროფესიონალები. აქ მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევთ ერთმანეთს, ყოველი წევრის აზრი მნიშვნელოვანია და იერარქიასაც უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს.
ხშირად, „კლასგარეშე“ იდეების გენერირებასა და აღსრულებაზეც ვმუშაობთ, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროცესს და მინიმუმადე დაჰყავს ყოველდღიური თუ ზოგადი რუტინა. ბანალურად რომ ვთქვა, მართლა ერთი ოჯახი ვართ. ყოველ წევრს აქვს განცდა რომ კომპანია მას ეკუთვნის, და არ არის დიდი მექანიზმის „ჭანჭიკი“. ზუსტად ეს არის ჩემთვის საინტერესო და მიმზიდველი – სივრცე, რომელიც ინსპირაციის, შემოქმედების, საინტერესო პრექტების და რაც მთავარია სიყვარულის გენერატორია.
ვგეგმავთ, გავყვეთ ზემოთხსენებულ ლიანდაგს, უფრო მაღალი სიჩქარით. გზად, ნაწილებს განვაახლებთ, ახალ ვაგონებს მივიბამთ, საინტერესო მგზავრების ჩავისვამთ და უფრო ხმამაღლა დავასიგნალებთ.“