in ,

[EXCLUSIVE] – მამაკაცი აბაზანაში, Archi Group-ის კამპანია და ABK-ს სიგიჟე

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი, შუა ქალაქში, აბაზანაში იწვა… ვიდეოს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა, თუმცა ვიდეორგოლი, სამშენებლო კომპანია Archi Group-ის კამპანიის – „სახლი თავისუფლებაა“ – ნაწილი აღმოჩნდა, რომელზეც სარეკლამო სააგენტო ABK-მ იმუშავა და რომელსაც გაგრძელება პრინტების სახითაც ექნება. რა კონცეფცია აქვს კამპანიას, გაამართლა, თუ არა ვიდეორგოლმა მოლოდინები და ექნება, თუ არა მას გაგრძელება, ამ და სხვა საკითხებზე, მარკეტერს Archi Group-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, თათია ხელაია ესაუბრა: 

BOG
BOG

M: რა კონცეფცია აქვს კამპანიას და რა არის მისი მიზანი?
„სახლი თავისუფლებაა” – ეს არის კამპანია, რომლის კონცეფციასა და შესრულებაზეც სარეკლამო კომპანია ‘’ABK-მ“ იმუშავა. კონცეფცის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სახლი არის სივრცე, სადაც ადამიანი თავს მაქსიმალურად თავისუფლად გრძnობს. იგივე ქცევა გარეთ, ქუჩაში შეიძლება სიგიჟედ ჩაგვითვალონ. ამ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იყო მამაკაცი, რომელიც შუა ქუჩაში აბაზანაში იწვა.

M: როგორ შეაფასებთ კამპანიის შედეგებს, გამართლდა თქვენი მოლოდინები?
ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო. გვინდოდა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ელაპარაკა და ემსჯელა ამის შესახებ. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო და საზღვრებსაც კი გასცდა. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე, დიდი პოპულარულობა მოვიპოვეთ სოციალურ თუ ტელე მედიებშიც. ამ ადამიანისა და მისი აბაზანის შესახებ ბევრი ვერსია გაჩნდა. ზოგს ეგონა, რომ ეს იყო აქცია-პერფორმანსი, რომელიც ჰიგიენისკენ მოუწოდებდა მოქალაქეებს. ზოგიერთის აზრით, ის ამ საქციელით ქართველობას აკნინებდა. დანარჩენებისთვის ის, უბრალოდ, გიჟი იყო.

M: რუსულმა მედიამ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მოქალაქე, ამგვარად, უშუქობასა და უწყლობას აპროტესტებდა, თუ იყო თქვენგან რაიმე გამოხმაურება ამ საკითხზე ან სხვა, გაუთვალისწინებელი გზით ხომ არ წაიყვანა კამპანია ამ კონკრეტულმა ფაქტმა?
თავიდან გაგვეცინა, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ რუსული მედიისგან ამ ყველაფრის ასეთი არაადეკვატური ინტერპრეტაცია მოხდა. კამპანია გაუთვალისწინებელი გზით არ წასულა, რადგან ინტერნეტ მომხმარებელმა ობიექტურად აღიქვა ეს დეზინფორმაცია და შეცდომაში არავინ შესულა. კიდევ ერთხელ გვინდა, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ინფორმაცია მცდარია და საქმე გვაქვს მხოლოდ სარეკლამო კამპანიასთან.

CREDITS:

Creative director: Nikoloz (Kukusha) Motsonelidze
Art director: Nikoloz (Kukusha) Motsonelidze
Copywriters : Mishka Sekhniashvili, Erekle Mkheidze
Account Managers: Anastasia Akhvlediani, Naniko Jolokhava
Director: Nikoloz (Kukusha) Motsonelidze
CG Artist: Davit Chabashvili,
DOP: Yuri Nikogossov
Sound Design: David Chabahashvili;
Production Design: Lomer Akhvlediani, Giorgi Shvelashvili,
Producer : Anastasia Akhvlediani;
Production Manager: Sophio Chubinidze, Mikheil Kakabadze, Mariam Akhvlediani
Make up Artist : Madona Chanturia
Costume Design : Tinatin Shengelia
Digital Planners : Lasha Nozadze; Solo Gagua

Coca-Cola-სა და Fanta-ს ბოთლების სიყვარულისა და უტილიზაციის ისტორია ახალ კამპანიაში

ქართველი ექსტრასენსი, რომელმაც თქვენზე ყველაფერი იცის! ვიდეო ექსპერიმენტი