20
Oct
2019

ABK Golden Drum-ის ფინალისტთა შორის მოხვდა

20 Oct 2019

ABK საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის, Golden Drum 2019-ის შორტლისტში მოხვდა. ქართული სააგენტო, კონკურსის ფინალისტთა შორის, კამპანიით Grab Popcorn აღმოჩნდა. ნამუშევარი Best Cinematography-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

 

 

Golden Drum ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი სარეკლამო ფესტივალია და გაგვიხარდა, ისეთი რთული კატეგორიის „შორტლისტში“ მოხვედრა, როგორიც Film Craft, კერძოდ Best Cinematography-ია. მართალია, წელს ჯილდო ვერ ავიღეთ, მაგრამ გავაგრძელებთ ისეთი ნამუშევრების კეთებას, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ხარისხს დააკმაყოფილებს. რამდენიმე წლის წინ, ამ ფესტივალზე Silver Drum მოვიპოვეთ, იმედი გვაქვს მომავალ წლებში Golden Drum საც გამოვკრავთ ხელს“, – ამბობს ABK-ს სენიორ კოპირაიტერი მიშკა სეხნიაშვილი.

Golden Drum 2019 სლოვენიაში 17- 18ქტომბერს, უკვე ოცდამეექვსედ ჩატარდა. შორტლისტში მოხვედრა ABK-სთვის მხოლოდ ამ კონკურსით არ სრულდება – მიღებული ქულები ACAG-ის საერთო რეიტინგებზე აისახება.

განხილვა