„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, ABK-ს პორტფოლიოდან 10 კამპანიას გიზიარებთ.
ძველი სვანური ლოცვისა და კავკასიის მთების მისტიკა
მთაში მოგზაურობა სარისკო საქმეა, ამიტომ სწორედ ასეთ ვიზიტორებს ემსახურება Guide office-ს, სამთო გამყოლების, გამოცდილი სპეციალისტებით დაკომლექტებული ოფისი. Guide Office-მა, ცნობადობის ასამაღლებლად, ABKmta-ს მიმართა. სვანეთი ესაა ადგილი, სადაც სპორტი, ყოველღიური ცხოვრებისა და ანტიკური მისტიციზმი ერთმანეთშია გადაჯაჭვული. სწორედ ეს გახდა ვიდეორგოლის ინსპირაცია, სადაც Go Guide-ის ოფისის წევრები ძველი სვანური ლოცვის ფონზე ლაშქრავენ მწვერვალებს.
ნედ ლი – ქათმების შერკინების გამარჯვებული
გაიცანით, ეს არის ნედ ლი. ის გაყინულ ქათამთან შერკინებისთვის ემზადება. სააგენტო ABK-სა და Highway VFX-ის ანიმაცია „კუნგ-ფუ პანდას“ მოგაგონებთ და თუკი სპოილერში არ ჩაგვითვლით, ნედ ლის სუფთა მოგების მხილველნიც გახდებით. ნახეთ და შეაფასეთ კამპანია, რომელიც „ბიუ ბიუსთვის“ შეიქმნა.
მოიმარაგე პოპ-კორნი
დადგა დრო, როდესაც ერთ ჭიქა პოპ-კორნსაც კი, თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. კამპანია ABK-მა Amediateka-ს პლატფორმისთვის შექმნა.
Caparol-ის საახალწლო კამპანია
2017 წლის დადგომისთვის, ABK-მ „კაპაროლისთვის“ წინასაახალწლო კამპანია მოამზადა.
მოასწარი, სანამ დროა!
კამპანია 2016 წელს, ბანკ რესპუბლიკასთვის შეიქმნა. ადამიანები ჩქარობენ ბანკში მისწრებას, სულერთია, სადაც უნდა იყვნენ: გადასაღებ მოედანზე, საავადმყოფოს საწოლზე, სარბენ ბილიკზე, თუ დაბადების დღეზე…
სათამაშოების ისტორია Alpina-ს რეკლამაში
გავრცელებული მოსაზრებით, საღებავს ჯანმრთელობისათვის საზიანო თვისებები აქვს. „ალპინას“ კამპანიით, სააგენტოს უნდა ეჩვენებინა, რომ პროდუქტი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
სილქნეტის კამპანია
სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტის კამპანიისთვის, ABK-მ ასეთი გადაწყვეტა მოიფიქრა.
ინბოქსი
ჯერ კიდევ, 9 წლის წინ, ABK-მ ბანკი „კონსტანტას“ პროექტ „ინბოქსის“ რეკლამისთვის ვინი ჯონსი გადაიღო.
SilkTV
ვიდეოთეკის საზოგადოებისთვის წარსადგენად კი, ABK-მ ასეთი რამ მოიფიქრა. ბოლომდე უყურეთ.
Caparol-ის თერმოიზოლაცია
ABK-ს ხელწერას აქაც, უდავოდ, იცნობთ. ვიდეო მხატვრულად გადმოგვცემს თერმოიზოლაციის საჭიროებას იმ პირობებში, როდესაც ოჯახის წევრები კომუნალურ გადასახადებს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ნახეთ და ისიამოვნეთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი