2016 წლის მონაცემებით, კაცობრიობის მიერ დედამიწის მავნებლური საქმიანობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. წარმოების უზომო ტემპების გამო ადამიანები დედამიწის ბუნებრივ რესურსებს ხარბად მოიხმარენ, რაც მალე სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
ABK-მ გადაწყვიტა შეექმნა პრინტი და საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გაემახვილებინა ამ პრობლემაზე. პოსტერი ბუნების მსოფლიო ფონდთან (WWF) კოლაბორაციით გაკეთდა. WWF-ის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციით, (რომელსაც შეგიძლიათ ქვევით გაეცნოთ) ნათლად ჩანს თუ რა მძიმე გავლენას ახდენს ინდუსტრიალიზაცია დედამიწის ბიოსფეროზე.















