24
Jan
2020

ავტობუსის უნიკალური გაჩერებები აფხაზეთში – ბელგიელი ფოტოგრაფის ნამუშევრები და შთაბეჭდილებები

24 Jan 2020

ბელგიელმა ფოტოგრაფმა, იზაბელ კატრინ ვან აშემ აფხაზეთში იმოგზაურა და საკუთარ ფოტოებსა და შთაბეჭდილებებს boredpanda-ზე გვიზიარებს: შესაძლოა, აფხაზეთზე არასდროს გსმენიათ – ადგილზე საქართველოსა და რუსეთს შორის, შავი ზღვის მიმდებარედ. გასაოცრად ლამაზი და ძალიან მეგობრული ადამიანებით დასახლებული პუნქტი. აფხაზეთი სადავო ტერიტორიაა. დე ფაქტო რესპუბლიკაზე კონფლიქტი დიდი ხანია არის და სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება.

აქ მოგზაურობა საოცარი გამოცდილება იყო. გაკვირვებული დავრჩი ავტობუსის გაჩერებებით, გზად რომ მხვდებოდა და ფოტოების გადაღების გარეშე, ვერ ვძლებდი. 

ბევრ ქვეყანაში, ეს გაჩერებები, უბრალოდ, ადგილია, სადაც შეგიძლია ტრანსპორტს დაელოდო, შეეფარო, ამინდის შესაბამისად. მაგრამ აფხაზეთში ამ გაჩერებებს არაორდინარული დიზაინი აქვს და ამიტომაც, უნიკალურია. ეს სიურრეალური ადგილები საბჭოთა დროისთვის უჩვეულო იყო. არქიტექტურული თავისუფლება ნებადართული არ იყო საბჭოთა კავშირში, მკაცრი რეგულაციები და შეზღუდული ტექნოლოგიები არსებობდა.

მათი უმეტესობა გაგრის, პიცუნდისა და ახალი ათონის გზაზე შეგხვდებათ.

ამ საოცარი დიზაინების შემქმნელი არქიტექტორი, მხატვარი და სკულპტორი ზურაბ წერეთელია. მას შემდეგ, რაც მან ინსპირაცია შავი ზღვისგან მიიღო, ნაგებობებს ნიჟარის, ტალღისა თუ თევზის ფორმა მისცა. თავის დროზე, ადგილობრივები მისისტილითა და კრეატიულობით გაოცებულები ყოფილანდა ამბობდნენ, რომ საკმაოდ დასავლური იყო. დღეს, უმეტესობა მათგანს არ მოსწონს და მიაჩნიათ, რომ ტურისტებისთვისაა ისინი მიმზიდველი.

ნაგებობები მოზაიკის, ქვის, ბეტონისა და პლასტმასასგან დამზადდა, 60 წლის წინ. ზოგიერთი მათგანი ცუდ მდგომარეობაშია. განახლების წარუმატებელი მცდელობა იყო. და დღეს, ისევ მოუვლელი რჩება.

განხილვა