ბრიფინგები და პირდაპირი ჩართვები, როგორც წესი, მხიარულებით ნაკლებად გამოირჩევა. თუმცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში CashBack-ის ფეისბუქის გვერდზე გამოჩენილმა ბრიფინგებმა ეს შეხედულება ოდნავ მაინც შეცვალა, რადგან თითოეულ ვიდეოში მნიშვნელოვანი ინფორმაცია სახალისო ფორმით იყო მოწოდებული.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/cashback.ge/videos/770304467084566/?v=770304467084566″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
CashBack ლიბერთის ინოვაციური ლოიალობის პროგრამაა, რომლის მეშვეობითაც ლიბერთის მომხმარებელს ასობით მეგობარ ობიექტში გადახდილი თანხის ნაწილის მომენტალურად დაბრუნებაა შეუძლია. თუმცა, ვინაიდან ფულის დასაბრუნებლად გადახდამდე აპლიკაციაში ამ ობიექტის აქტივაცია და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდაა საჭირო, ბევრი ადამიანი ინფორმაციის არქონის გამო კუთვნილი თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებდა. აღნიშნულმა თანხამ კი ბოლო თვეების განმავლობაში ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
„სწორედ ამ რიცხვის სიდიდე გახდა ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი“ – აღნიშნავს ბექა ადამაშვილი, „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი – „რიცხვები და სტატისტიკა ჩვენი ბოლო პერიოდის ცხოვრების თანმდევი ნაწილი გახდა. მით უფრო, საგანგაშოდ გაზრდილი რიცხვები. ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ უბრალოდ ყოველდღიურად გაგვეცნო ადამიანებისთვის თანხის ის ოდენობა, რომელიც მათ წინა დღეს ვერ დაიბრუნეს მხოლოდ იმიტომ, რომ გადახდამდე აქტივაციის ღილაკის გამოყენება დაავიწყდათ ან ლიბერთის ტერმინალზე არ გადაიხადეს. ასე დაიწყო ორკვირიანი ყოველდღიური ბრიფინგები.“
კიდევ ერთი ელემენტი, რამაც პირდაპირი ჩართვების პოპულარობას შეუწყო ხელი, ინტერვიუს ფონზე განვითარებული ამბები გახლდათ. წინა დღის მონაცემების გაცნობის პარალელურად, მაყურებელს შეეძლო შეენიშნა წარუმატებელი ხელის თხოვნა, სქროლის ტაქსი, ბადმინტონის მოთამაშეები, გიგანტური რკინის კაცის პატარა კალათში ჩატევის მცდელობა თუ სხვა.
„ვინაიდან ყოველდღიურად რიცხვების მოსმენა რამდენიმე დღეში მოსაწყენი შეიძლება გახდეს, გადავწყვიტეთ, დაგვემატებინა სცენები, რომლებიც მაყურებელს ვიდეოს ჩართვის დამატებით მიზეზს მისცემდა ან ამ სცენის აღმოჩენის შემდეგ, მეორედაც აყურებინებდა ამ ვიდეოს. თუმცა, ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ადამიანთა ნაწილი უკან მიმდინარე მოვლენებს უფრო ადევნებდა თვალს, ვიდრე ინფორმაციას უსმენდა, ამიტომ სცენების გათამაშებას მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებდით, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეტ-ნაკლებად უკვე ნათქვამი იყო“ – ამბობს ბექა ადამაშვილი.
ბრიფინგების კიდევ ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს CashBack-ისა და მისი მეგობარი ობიექტების მიკროფონებით შეიარაღებული ჟურნალისტები წარმოადგენდნენ, რომლებიც ნელ-ნელა პერსონაჟებად ჩამოყალიბდნენ და ყოველი ჩართვის წინ მათი როლი კიდევ უფრო გაიზარდა.
„მაყურებელთა ნაწილმა ჩათვალა, რომ ჟურნალისტები რეალურები იყვნენ და პირველი რამდენიმე ჩართვის განმავლობაში აქტიურადაც აკრიტიკებდნენ. საბოლოო ჯამში კი მათი მთავარი ფუნქცია წინა დღის ვიდეოს კომენტარებში არსებული კრიტიკული ან ბევრჯერ დასმული შეკითხვების რეალურ სივრცეში გადმოტანა გახდა, რომლებსაც CashBack-ის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში პასუხობდნენ“ – განმარტავს ბექა ადამაშვილი.
„კამპანიის შედეგად, ყოველდღიურად ვერდაბრუნებული CashBack-ის რიცხვი, რომელიც ორი კვირის წინ საშუალოდ 40 740 ლარს შეადგენდა დაახლოებით 5 ათასი ლარით შემცირდა. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ხშირად გვქონდა ჩართვები იმ ობიექტებიდან, სადაც ყველაზე მეტ მომხმარებელს ავიწყდებოდა აქტივაციის ღილაკის გამოყენება. ზოგიერთ ობიექტში კი – მაგალითად, სმაგლერსსა და მინისოში – სპეციალურად ამ კამპანიისთვის, მომხმარებელს გაზრდილი 15 %-იანი CashBack შევთავაზეთ. იმედი გვაქვს, რომ ორკვირიანი გამეორების შედეგად კლების ეს ტენდენცია შემცირდება და ლიბერთის ბარათის მომხმარებლები მაქსიმალურ სარგებელს მიიღებენ“ – ამატებს გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.
Client: Liberty Bank
Agency: Leavingstone
Creative Director: Beka Adamashvili
Copywriter: Sonya Gulagashvili, Giorgi Menabde
Strategy Director: Nino Kuprashvili
Digital Creative team: Sonya Gulagashvili, Elene Aptsiauri, Tamar Gamkrelidze
Account Manager: Mari Machavariani
Producer: Nino Bitsadze
Editor: Giorgi Meshveliani
Background Artists: Sonya Gulagashvili, Tamar Gamkrelidze
Special thanks to: Giorgi Qoroghlishvili, Giorgi Lomidze, Giorgi Makaridze
Journalists: Tuti Kushashvili, Nino Bitsadze, Beka Adamashvili, Giorgi Menabde











