Slouch Hat Wines-ის უახლესი ბრენდი About Face გამორჩეული ადგილის დამკვიდრებასა და საკუთარი ოცნებების ახდენას აპირებს. ბრენდის მფლობელის სამხედრო წარსულით შთაგონებული, სახელწოდება ბრძანებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, საპირისპირო მიმართულებით სვლას ნიშნავს. შესაბამისად, მთლიანი კონცეფციაც ამაზეა აგებული…
ყოველი ახალი ღვინო მათთვის ახალი მისიაა და შეზღუდული რაოდენობით გამოდის. ამიტომაც მათ მიერ პირველად გამოშვებულ ღვინოს Mission CC-RB-23-A უწოდეს, მისიის ფარგლებში კი მაღალი ხარისხის წითელი ღვინო შესთავაზეს მომხმარებლებს საუკეთესო ფასად.
აბსტრაქტული ილუსტრაცია კი სწორედ ამის გადმოცემას ისახავს მიზნად, საპირისპირო მიმართულებით მყოფი სახეები შეართეს, რათა ბრენდის არსი აესახათ. ერთი შეხედვით, თითქოს ნიღაბს ჰგავს, რომლის მორგებაც About Face-ს დიფერენცირებაში ეხმარება.
ეტიკეტს შავ და კრემისფერ ტონებში ვხედავთ, ოქროსფერი წარწერებით, ხოლო საცობზე მეტად საინტერესო ბრენდის მონოგრამა გვხვდება, ორი F კვლავ ურთიერთსაპირისპიროდ ისეა დაწერილი, რომ A შექმნას…
ეტიკეტზე CF Napa Brand Design-ის სააგენტომ იმუშავა:












