in

ვინ იქნებიან INMerge 2024-ს ჰედლაინერები?

საერთაშორისო ტექნოლოგიური და სტარტაპ-საზოგადოება 10-11 ოქტომბრის მოლოდინშია. ამ ორი დღის განმავლობაში, ბაქო ინოვაციების დედაქალაქად გადაიქცევა და INMerge 2024-ს უმასპინძლებს. ეს გახლავთ მასშტაბური მოვლენა, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება და მსოფლიოს წამყვან ინოვატორებს უყრის თავს. INMerge-ის მედიაპარტნიორია Marketer.ge.

ეს გახლავთ ღონისძიება, რომელიც აერთიანებს ოფიციალურ ნაწილს, სპიკერების გამოსვლებს, ნეთვორქინგს, გასართობ ღონისძიებებსა და ტურისტულ გამოცდილებას. თუ 10-11 ოქტომბერს სამიტზე სტუმრობას გეგმავთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით. INMerge-ის მთავარ თემებს შორის იქნება მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტი და ღირებულებითი სერვისები, განსხვავებული კუთხით დაინახავთ ფინტექს, ტელეკომუნიკაციასა და სადაზღვევო ტექნოლოგიებს.

სამიტის ტერიტორიაზე მოეწყობა 10-მდე სპეციალური სივრცე და სცენა. სპიკერები მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან და ორგანიზაციებიდან არიან მოწვეულები, რითაც ამაყობს კიდეც INMerge. მაგალითად, გასულ წელს, ღონისძიების ჰედლაინერებს შორის იყვნენ Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, Shazam-ის დამფუძნებელი კრის ბარტონი და JB Straubel – Tesla-დან.

სამიტი წელსაც გვპირდება შთამბეჭდავი სპიკერების გამოსვლებს. ლაინაფი მოიცავს ინდუსტრიის ლიდერებსა და ინოვატორებს, რომლებიც დელეგატებს თავიანთ ხედვასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ვნახოთ, ვინ ეწვევა INMerge-ს წელს.

სტივ ჩენი YouTube-დან. მისი სტუმრობა ხაზს უსვამს სამიტის მიზანს – გააზიაროს გლობალურად აღიარებული ინოვატორების პერსპექტივები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ციფრულ სივრცეში. სტივ ჩენის სახელს YouTube-თან მარტივად დააკავშირებთ. ის პლატფორმის თანადაფუძნებელია 2005 წლიდან, როდესაც მან და ჩად ჰარლიმ გადაწყვიტეს შეექმნათ ვიდეოების ონლაინ გაზიარების მარტივი საშუალება. სტივმა კომპანიის მონაცემთა ცენტრები განავითარა და ხელი შეუწყო YouTube-ის ჩამოყალიბებას წამყვან გასართობ დანიშნულების ადგილად.

ამას გარდა, ჩენი მუშაობდა Google Ventures-თან, ვენჩურული კაპიტალის ფონდთან, რომელიც აფინანსებს გაბედულ, ახალ კომპანიებს. 2019 წლის ბოლოს, ის ტაივანში დაბრუნდა ერთადერთი მიზნით – გლობალურ სცენაზე წამოეწია ტაივანური სტარტაპების ეკოსისტემა.

Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტი ვერნერ ვოგელსი. ვერნერ ვოგელსი არის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ტექნოლოგიური ხელმძღვანელი Amazon.com-ში. იგი Amazon-ს 2004 წელს შეუერთდა კორნელის უნივერსიტეტიდან, სადაც განაწილებული სისტემების მკვლევარი გახლდათ. ვოგელსმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Amazon-ის ღრუბლოვანი გამოთვლების სერვისების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ამან კი ხელი შეუწყო საწარმოების ეჯაილის ტიპის ციფრულ ორგანიზაციებად გარდაქმნას. მას აქვს დოქტორის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში, ასევე მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო ღრუბლოვან გამოთვლებში შეტანილი წვლილისთვის.

Starbucks-ის თანადამფუძნებელი ზევ ზიგლი. ზევ ზიგლი არის სტარბაქსის თანადამფუძნებლებიდან ერთ-ერთი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის ადრეულ ზრდასა და განვითარებაში. თავის პარტნიორებთან, ჯერი ბოლდვინთან და გორდონ ბოუკერთან ერთად, ზიგლმა ხელი შეუწყო სტარბაქსის ბრენდის დამკვიდრებას 1971 წლიდან. სტარბაქსიდან წასვლის შემდეგ, ზიგლი ჩაერთო სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობაში, მენტორობას უწევდა სტარტაპებს და კონსულტაციებს უწევდა ბიზნესებს თავისი საკონსულტაციო ფირმის მეშვეობით.

ვლადიმირ პრავდივი – Avito-ს ყოფილი გენერალური დირექტორი. ვლადიმირ პრავდივი არის ტექნოლოგიური ინვესტორი და კონსულტანტი. იგი Avito-ს ყოფილი გენერალური დირექტორია. ვლადიმირმა უხელმძღვანელა Avito-ს სუპერაპად ტრანსფორმაციას. მისი ხელმძღვანელობით, Avito-მ მიაღწია შემოსავლებისა და მოგების 30-ჯერ ზრდას და გახდა გლობალური ლიდერი აუდიტორიის მოცვის მხრივ. მას აქვს 26-წლიანი ზოგადი ბიზნეს-გამოცდილება, მათ შორის 13 წელი ტექნოლოგიურ სფეროში და 6 წელი მედიაში. ასევე, აქვს ღრმა და მრავალფეროვანი ცოდნა B2C/B2BC მარკეტპლეისებში, პროდუქტსა და ტექნოლოგიაში, სტრატეგიაში, ფინანსებსა და IPO მზაობაში.

Nestle-ს ინოვაციების ხელმძღვანელი გაელი ბუ აბდო. ის არის ორი ინოვაციური სტარტაპის, Hello Change-ისა და Ivy & Company-ის თანადამფუძნებელი, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროებზე. ამჟამად, Nestlé MENA-ს ინოვაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე, გაელი უძღვება ბიზნესის მიზნების მიღწევას ახალი პროდუქტების, ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავებითა და პროცესების გაუმჯობესებით.

Trendyol Group-ის საერთაშორისო ექსპანსიის ხელმძღვანელი ირემ ჩაღრი ილანდილი. ის ხელმძღვანელობს კომპანიის ოპერაციებს აზერბაიჯანში, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. Trendyol-ში 2017 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად, ხელმძღვანელობდა კომპანიის მარკეტინგს, კორპორაციულ კომუნიკაციებსა და ინფლუენსერებთან დაკავშირებულ აქტივობებს.

Microsoft-ის რეგიონული დირექტორი მილადი სტუმბუ. ის გამოცდილი ლიდერი და სტრატეგია, რომელიც სპეციალიზდება გლობალური და მრავალფეროვანი მაღალეფექტური გუნდების შექმნასა და ტრანსფორმაციაში. ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შესაძლებლობების გამოყენებაში ეხმარება. აქვს ღრმა გამოცდილება მულტინაციონალურ გარემოში და უნიკალური უნარი მართოს მულტიდისციპლინური პროექტები, გაუმკლავდეს არასტანდარტულ გამოწვევებს და გადაჭრას კომპლექსური პრობლემები. ის არის მენტორი MIT Enterprise Forum-ისთვის, The People’s Trust-ისთვის და Microsoft for Startups-ისთვის.

ლინდა ჰილი Harvard Business School-ის პროფესორი და Paradox Strategies-ისა და InnovationForce-ის დამფუძნებელი. ჰილი გააზიარებს თავის გამოცდილებას ლიდერობისა და ინოვაციების მართვის სფეროში. ეს ფასდაუდებელი ინფორმაცია შეიძლება იყოს დელეგატებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაუმკლავდნენ ინოვაციური ორგანიზაციების მართვის გამოწვევებს. 2013 და 2021 წლებში Thinkers50-მა იგი დაასახელა მსოფლიოს ათ საუკეთესო მენეჯმენტის მოაზროვნეს შორის და 2015 წელს მიიღო Thinkers50-ის ინოვაციის ჯილდო. ლინდა ჰილის კვლევა და საკონსულტაციო საქმიანობა ფოკუსირებულია ლიდერობის განვითარებაზე, ცვლილებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელობაზე და გლობალური სტრატეგიების განხორციელებაზე. ჰილმა თანადააფუძნა Paradox Strategies – საკონსულტაციო და კვლევითი ფირმა, რომელიც რჩევებს აძლევს ორგანიზაციებსა და საბჭოებს ლიდერობის, ინოვაციისა და მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის საკითხებზე.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ილია სტრებულაევი აკადემიურ პერსპექტივიდან ისაუბრებს დღევანდელ ბაზარზე ინოვაციების ეკონომიკური შედეგების შესახებ. ილია სტრებულაევი არის წამყვანი აკადემიური ექსპერტი ვენჩურული კაპიტალის სფეროში და “The Venture Mindset”-ის თანაავტორი. ისაა ვენჩურული კაპიტალის ინიციატივის დამფუძნებელი და კერძო კაპიტალისა და ფინანსების პროფესორი სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში. მისი კვლევები გამოქვეყნებულია წამყვან აკადემიურ ჟურნალებსა და საჯარო გამოცემებში: Wall Street Journal-ში, New York Times-ში, Bloomberg-სა და Harvard Business Review-ში.

მნიშვნელოვანია 500 Global-ის პარტნიორის, პედრო სანტოს ვიეირას გამოსვლაც. Vodafone-ის რეგიონული ხელმძღვანელი იოჰანეს ჰუმერი ისაუბრებს ხედვაზე ტელეკომუნიკაციების სექტორიდან, ხაზს გაუსვამს კავშირის როლს ინოვაციების ხელშეწყობაში.

დეტალებისთვის და ბილეთების შესაძენად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.inmerge.az. ღონისძიების განრიგის, სპიკერების სიისა და რეგისტრაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამიტის ოფიციალურ გვერდსა და სოციალურ მედიაში.

 

„ტექნოლოგია ჯადოქრობაა” – Siri-ს თანადამფუძნებლის, ადამ ჩეიერის რეკომენდაცია

პროკრედიტ საქართველომ, პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლები, სარაევოში, სამდღიან B2B რეგიონულ სამიტზე მიიწვია