in

“ნაბერაულის” გაცოცხლებული ლეგენდა და ახალი რაჭული გემოები

რაჭაში არსებობს ლეგენდა ბერებზე, რომლებიც დიდი ხნის წინ სახლობდნენ ამ ტერიტორიაზე და მთელი წლის განმავლობაში, მტრისგან მალულად, რაჭული ვაზის უნიკალურ ჯიშებს უვლიდნენ. ლეგენდა მათ მიერ დაწურულ ღვინოზეც საუბრობს. იქ ბერები დიდი ხანია აღარ არიან, თუმცა მათი მემკვიდრეობა კვლავაც ცოცხალია და მიუხედავად მსოფლიოში არსებული პანდემიისა და რთული ეკონომიკური ვითარებისა, თანამედროვე რაჭული ბრენდის, ნაბერაულის სახით წარდგა ბაზარზე.

დღესდღეობით, რაჭაში, “ნაბერაული ვაინსის” ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და დახვეწილი არქიტექტურის მქონე ნაგებობაა, რომლის მრგვალი, გამჭვირვალე ატრიუმიდან კარგად ჩანს ღვინის ავზების განლაგება. საინტერესო ვიზუალის გარდა, იგი ერთ-ერთია, რომელიც თანამედროვე და მაღალ-ტექნოლოგიურ დანადგარებს აერთიანებს. 

როდესაც საუბარია ღვინის ხარისხზე, იგულისხმება არა მხოლოდ სითხე, არამედ ყველა ის დეტალი, რაც საბოლოო პროდუქტის შექმნასთან არის დაკავშირებული. ასე იქმნება ის იუნიკალურ ღვინოები, რომლებსაც შესაბამისი მომხმარებელი, შემფასებელი და დამფასებელი სჭირდება.

კომპანიის მთავარი მიზანია, პირველ რიგში ქართველმა, შემდგომ კი უცხოელმა მომხმარებელმა სწორად აღიქვას რაჭული ღვინის გემო და გაიგოს, რომ რაჭული ღვინო ცალკე აღებულ ხვანჭკარაზე გაცილებით მეტია. ნაბერაულის 2020 წლის ღვინოების ასორტიმეტში ვხვდებით უიშვიათეს და უნიკალურ რაჭულ მწვანეს, ალექსანდროულს, რაჭულ საფერეს და რასაკვირველია, ხვანჭკარას, თუმცა 2021 წელს ნაბერაული მომხმარებელს რაჭული ღვინის ათამდე სახეობას შესთავაზებს.

აღნიშნული ღვინოების შეძენა ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ 8000 მოსავალში, მის ონლაინ მაღაზიასა და Extra.geზე, ასევე მაღაზიებში ჩაიმანია და პონატი. კვირის ბოლოდან კი, აგროჰაბის ქსელშიც შეძლებს მომხმარებელი ამ ძალიან რაჭული ღვინოების შეძენას.

 

[R]

დედამიწის ფოტო 2020: ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები

კომპანია AGIC ახალ მიმართულებას – AGIC Analytics-ს ქმნის