in

ჩვენ წაგიყვანთ უფრო შორს და მაღლა – “Land Rover”

“Land Rover”-მა გლობალური სარეკლამო კამპანია წამოიწყო. კამპანიის მიზანია მომხმარებელს დაანახოს, რომ მათ ავტომობილს დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოძრაობა შეუძლია.

სარეკლამო კამპანიას სააგენტო “Young&Rubicam” ხელმძღვანელობს. ვიდეო რგოლზე რეჟისორი ადამ ხაშემი მუშაობდა, რომელიც  Nike-ის, Audi-ის და Volkswagen-ის რამდენიმე რეკლამის ავტორია.

“სარეკლამო კამპანია წამოვიწყეთ, რათა ჩვენი ავტომობილის შესაძლებლობების დიაპაზონი გვეჩვენებინა” – დომინიკ ჩემბესი “Land Rover”-ის მარკეტინგის დირექტორი. სატელევიზიო რეკლამა სტარტს იაპონიაში აიღებს და შემდგომ მთელ მსოფლიოს მოიცავს.

კამპანიის ფარგლებში ვიდეოს გარდა ბეჭდური და ციფრული რეკლამაც შედის. კამპანიის ფოტოგრაფი გარი ბრაიტონია. ვიდეოს სიუჟეტი, კამპანიის ფარგლებიდან გამომდინარე, მოგზაურობაზეა აგებული. ერთ თვიანი გადაღებები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიუღწეველ ადგილებში  – ანდაში და ორ ქალაქში ლოს-ანჯელესსა და ლონდონში მიმდინარეობდა.

Above and beyond

ქალაქი “ოსლო”, ახალი საინვესტიციო ლოგოტიპით

ონლაინ მაღაზიის პროვოკაციული რეკლამა