ილინოისის ტურისტულმა სააგენტომ სარეკლამო სააგენტო JWT (ჩიკაგო) ერთად ტურისტული სარეკლამო რგოლი წარმოადგინა.
ყველა ტურისტული რეკლამა თითქმის ერთნაირია, პეიზაჟები და მის ფონზე აღფრთოვანებული ტურისტების სახეები. ამ სარეკლამო რგოლში საქმე სხვანაირად არის, მთავარ როლში აბრაამ ლინკოლნის მინი ფიგურაა. ტურისტის როლიც ფიგურამ შეითავსა და ის ილინოისის სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში “დადის”.
სარეკლამო კამპანია Mini Abe შეგიძლიათ ჰეშტეგით #MiniAbe მოძებნოთ და საინტერესო ფოტორეპორტაჟიც დაათვალიეროთ.