in

Ad Black Sea 2019-ის თარიღები ცნობილია!

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea საიუბილეო წლისთვის ემზადება. ცნობილია როგორც უშუალოდ ღონისძიების ჩატარების, ისე დედლაინების თარიღებიც. სარეკლამო ინდუსტრიის დღესასწაული უკვე მეხუთე წელია, შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმში, თავს უყრის 600-ზე მეტ დელეგატს, 15-ზე მეტი ქვეყნიდან. ესაა სემინარებით, პანელური დისკუსიებით, გართობითა და ნეთვორქინგით დატვირთული სამი დღე, რომლის კულმინაციაც ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც წლის საუკეთესო ნამუშევრებს აჯილდოებს.

Ad Black Sea 2019-ის გამარჯვებულები ათ კატეგორიაში გამოვლინდებიან:

A. FILM

B. FILM CRAFT

C. PRINT & PUBLISHING

D. OUT OF HOME

E. RADIO

F. DESIGN & BRANDING

G. DIGITAL & MOBILE

H. ADVERTISING CAMPAIGNS

I. MEDIA

J. BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING

ნამუშევრებს შეაფასებს პროფესიონალი ჟიურის სამი გუნდი:

1. FILM, FILM CRAFT, ADVERTISING CAMPAIGNS, RADIO & AUDIO JURY

2. PRINT & PUBLISHING, DESIGN & BRANDING, OUT OF HOME JURY

3. DIGITAL & MOBILE, MEDIA, BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING JURY

რაც შეეხება ფესტივალის თარიღებს:

15 ივლისი – ნამუშევრების შეტანის პირველი დედლაინი
13 სექტემბერი – დელეგატების რეგისტრაციის ბოლო ვადა
19-21 სექტემბერი – ფესტივალის დღეები ბათუმში
21 სექტემბერი – Ad Black Sea 2019-ის დაჯილდოება

ბოდიპოზიტიური რეკლამა, გაუპარსავი მოდელების მონაწილეობით

ვინ არის ტერა ბოტინი? – ქართველი გოგო, არაქართული სახელით