in

გულითადი ლიდერშიფის ექსპერტი – Ad Black Sea 2023-ს მარია რეიგ ფლორენსა ეწვევა

14-16 სექტემბერს, ბათუმი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ს უმასპინძლებს და კრეატიული ინდუსტრიის დიდ შეკრებას იზეიმებს. 2015 წლიდან მოყოლებული, ფესტივალი კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მარკეტერებს აერთიანებს და საერთაშორისო მასშტაბით, 1200-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს. ღონისძიება მოიცავს საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და საკონკურსო ნაწილს. Ad Black Sea-ის უცვლელი ნაწილია გამოცდილების გაზიარება, რომლის ფარგლებშიც, 2015 წლიდან დღემდე, საფესტივალო ისტორია უამრავ საერთაშორისო პროფესიონალს მოითვლის. წლევანდელ მოწვეულ სპიკერებს შორისაა მარია რეიგ ფლორენსა – ქოუჩი და ლიდერშიფის ექსპერტი.

მარია რეიგ ფლორენსა არის ჰუმანისტი, ქოუჩი და გულითადობაზე დაფუძნებული ლიდერობის ექსპერტი. დიახ, გულითადობაზე – სწორედ ასე მოიხსენიებს საკუთარ თავს – Heart-based leadership expert. ის იკვლევს ადამიანის ღირებულებების, ლიდერობისა და შემოქმედების თანაკვეთას. დღესდღეობით, ის გლობალური აღმოჩენების ძიებაშია, რათა უკეთ ჩაწვდეს და საზოგადოებას გადასცეს ის, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში გულიდან წამოსული ხელმძღვანელობა, ვარაუდებსა და სტერეოტიპებს მიღმა.

მარიას აქვს კრეატიულ ინდუსტრიაში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება, როგორც წამყვან, ისე არატრადიციულ მიმართულებებში, გუნდებსა და ორგანიზაციებში. მისი მისიაა ადამიანთა განვითარების კატალიზატორის აღმოჩენა და იმის ჩვენება, რომ ყოველი მცირე ჟესტი არის მნიშვნელოვანი წინსვლის გამომწვევი, ხოლო ცხოვრება ადამიანებისთვის ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშია.

მარია კრეატიული ლიდერებს, გუნდებსა და ორგანიზაციებს ეხმარება, რათა სწრაფად შეძლონ ლიდერშიფის განვითარება საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის გამოვლენით. ასეთ დროს, ლიდერების ღირებულებები და სულიერი დანიშნულება შესაბამისობაში მოდის საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენასთან. თავის საქმიანობაში, მარია იყენებს სპეციალურ თამაშებსა და შემოქმედებაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, რაც საშუალებას იძლევა გააღვივოს ჭეშმარიტი ადამიანური კავშირები, გამოაღვიძოს შემოქმედებითი გენიოსი და გააცნოს თვითგენერაციული სწავლა. გულითადი ლიდერშიფის მარიასეული შემოქმედებითი მეთოდოლოგია ეყრდნობა ექსპერტი პრაქტიკოსების ნამუშევრებს, თანამედროვე აკადემიურ და სამეცნიერო კვლევებს, ასევე, უძველეს კულტურულ ძირძველ და სულიერ სიბრძნეს.

Capri Sun-მა ბავშვების ხმაურისგან თავის დაღწევა მარკეტინგულად გამოიყენა

Apollo — ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ქარხნებში იმუშავებს