in

მარკ პოლარდი Ad Black Sea 2023-ს სპიკერი იქნება!

Ad Back Sea ტრადიციას არ არღვევს და წლევანდელ ფესტივალზეც სპიკერების საინტერესო შემადგენლობას გვთავაზობს. რორი საზერლენდის, მარია რეიგ ფლორენსასა და სხვების გვერდით, ფესტივალის სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას მარკ პოლარდი გაუზიარებს. ის Mighty Jungle-ის სტრატეგიული დირექტორია ნიუ-იორკში. ტრენინგის, სტრატეგიისა და წერის საშუალებით, მარკ პოლარდი ხელმძღვანელებს, მარკეტერებსა და სააგენტოებს განვითარებაში ეხმარება. ის მუშაობდა ისეთ დამკვეთებთან, როგორებიცაა The Economist, Decoded, Mozilla, Poo-Pourri, Dreampad, McCann, Havas, Vaynermedia, TBWA/ Media Arts Lab და სხვები.

უფრო ადრე, მარკი უძღვებოდა სტრატეგიულ გუნდებს სააგენტო McCann-ში, Leo Burnett-სა და Big Spaceship-ში. ის იყო Jay Chiat Awards-ისა და Webbys-ის ჟიურის შემადგენლობაში. ასევე, გახლდათ ავსტრალიის ექაუნთის დაგეგმვის ჯგუფის (APG) კომიტეტში. მან მან დააარსა ავსტრალიის პირველი სრულად ფერადი ჰიპ-ჰოპ ჟურნალი Stealth, 1998 წელს. ის სიდნეის 100 საუკეთესო კრეატიულ კატალიზატორთა შორის დაასახელეს. მარკ პოლარდი წერდა გამოცემა Vice-სთვის, Quartz-ისთვის, ასევე, Wharton’s Future of Advertising პროგრამისთვის. ის მიიწვიეს TEDx-ში, Miami Ad School-სა და და კანის კრეატიულ ფესტივალზე.

მარკმა სარეკლამო სააგენტოებში მუშაობა 19 წლიდან დაიწყო. მან დიდი გზა გაიარა მომხმარებლის გამოცდილებიდან ბრენდის სტრატეგიის მიმართულებამდე. ის აქტიურად უზიარებს გამოცდილებას ფართო აუდიტორიას. მარკს აქვს Skillshare კურსი, რომელიც 5000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ის აპირებს გამოაქვეყნოს თავისი პირველი წიგნი, სახელწოდებით „სტრატეგია შენი სიტყვებია“. ამისათვის, Kickstarter-ზე საჭირო თანხა ორ დღეში შეაგროვა. მარკი მართავს 9000 სტრატეგისგან შექმნილ Facebook კომუნას, სახელწოდებით Sweathead.

როგორც ჩანს, მარკს კარგი იუმორი აქვს, რადგან ერთხელ, ცნობილმა დიზაინერმა და პოდკასტის წამყვანმა დები მილმანმა ის შეაფასა, როგორც „თითქმის კომიკოსივით მხიარული“.

Ad Black Sea 2023 სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება მოიცავს საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და საკონკურსო ნაწილს. საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის ისტორია 2015 წლიდან იწყება და ყოველწლიურად, 1200-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს, საერთაშორისო მასშტაბით.

დიდი სპორტი პირველ არხზე

როგორ იქცა სტივ ჯობსის ხელნაწერი რეკლამა Apple-ის ჰიტად?