1-ლ მაისს, Ad Black Sea-ის გუნდის ორგანიზებით, თბილისის დიზაინ ფესტივალი გაიმართება. ესაა პირველი ღონისძიება, რომელიც ადამიანებს მხოლოდ დიზაინის იდეის ირგვლივ გააერთიანებს აუდიტორიას და შეძლებთ მოუსმინოთ პროდუქტის დიზაინერებს, გრაფიკოს დიზაინერებს, ილუსტრატორებს, გაიზიაროთ გამოცდილება და ახალი იდეებით დაიმუხტოთ. ეს ფესტივალი საინტერესო იქნება როგორც შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და ბრენდის მენეჯერებისთვის. ღონისძიების უცვლელი პარტნიორები არიან: TBC, europop, PepsiCo, D Block, Cellfie, Visa, Windfor’s Workshops, Mrktr.ge. ღონისძიების ახალ პარტნიორებს შორისაა „დიზაინის ინსტიტუტი“.
ფესტივალი TEC-ში ტარდება (ყოფილი არტარეას ტერიტორია). მას ეყოლება გამორჩეული საერთაშორისო სპიკერი, რომლის შესახებაც სულ მალე მოგიყვებით.
„დიზაინი ყველაფერშია, რასაც ირგვლივ ვხედავთ. დიზაინი, როგორც სარეკლამო ინდუსტრიის, ასევე ზოგადი სამომხმარებლო გამოცდილების თუ ყოველდღიური ცხოვრების, იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მისი სიღრმისეული დაფარვა კრეატივის ფესტივალზე სათანადოდ ვერ ხერხდება ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ უდიდესი დარგისთვის მიგვეძღვნა ცალკე ღონისძიება, რომელზეც ვისაუბრებთ თანამედროვე დიზაინზე, შექმნის პროცესზე, გამოწვევებზე, ტრენდებზე,“ – თამარ ცინცაძე, Ad Black Sea-ს აღმასრულებელი მენეჯერი
შავი ზღვის სანაპიროზე, რეკლამის ქართულმა საერთაშორისო ფესტივალმა Ad Black Sea, 8 წლის განმავლობაში, ისტორია შექმნა. 2023 წელს, Ad Black Sea-მ 1300 დელეგატი გააერთიანა. ყოველწლიური მასშტაბების გაზრდამ საორგანიზაციო ჯგუფი ახალ იდეამდე მიიყვანა. Ad Black Sea გარდაიქმნა პლატფორმად, რომელიც განსხვავებულ ღონისძიებებს გააერთიანებს. ესაა იდეა, რომელიც მხარს უჭერს კრეატიული და მარკეტინგული ინდუსტრიის პროფესიონალებს და მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში ეხმარება. ფესტივალის კიდევ ერთი, უფრო გრძელვადიანი მისია, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაში წვლილის შეტანაა, რაზეც ამახვილებს კიდეც ყურადღებას თეგლაინი – Welcome to the edge of Europe.