ქართულ საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალს Ad Black Sea ახალი კატეგორია აქვს – შემოქმედებითი ეფექტურობა. კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ნამუშევრებს, რომლებსაც ჯილდო აქვთ მიღებული ან მოხვდნენ შორთლისთებში Ad Black Sea-ზე, KIAF-ზე, Cannes Lions-ზე ან სხვა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე, 2016-2019 წლებში. ნამუშევრებმა უნდა აჩვენოს ეფექტურობა, შედეგი, რასაც კრეატორებმა შემოქმედების საშუალებით მიაღწიეს. შეფასების კრიტერიუმები: 25% იდეა, 25% სტრატეგია, 50% – გავლენა და შედეგები. კატეგორიის ჟიურის შემადგენლობა სულ მალე გახდება ცნობილი. “შემოქმედებითი ეფექტურობის” ქვეკატეგორიებია: კრეატიული ეფექტურობა, კრეატიული ეფექტურობა ქველმოქმედებისთვის/არაკომერციული მიზნებისთვის, გრძელვადიანი კრეატივი.
მოთხოვნებს, გასათვალისწინებელ ფაქტორებსა და სხვა დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
შეგახსენებთ, სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 19-21 სექტემბერს, ბათუმში ჩატარდება. ფესტივალი უკვე მე-5 წელია იმართება და 15-ზე მეტი ქვეყნის 600-ზე მეტ დელეგატს აერთიანებს ყოველწლიურად. ღონისძიების ფორმატი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე ნეთვორქინგისა და დაჯილდოების ნაწილს.