in

Ad Black Sea 2019-ის კიდევ სამი კატეგორიის ჟიურის ვინაობა ცნობილია!

ცნობილი გახდა, ვინ შეაფასებს ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea 2019 კიდევ სამ კატეგორიას. კატეგორიებს Digital & Mobile, Media, Branded Content & Visual Storytelling შეაფასებენ პროფესიონალები საერთაშორისო სააგენტოებიდან. ჟიურის ამ გუნდს უხელმძღვანელებს კენტარო კიმურა. სარეკლამო ინდუსტრიის შვეიცარიულ დანად წოდებული კენტარო კიმურა სააგენტო Hakuhodo-ს კრეატიული დირექტორი და თანამმართველია აზია-ოკეანეთის რეგიონში. ჟიურის შემადგენლობაში, ასევე, იქნებიან:

კიტი ლუნი – ჩინური კრეატიული სააგენტო Greater China, Facebook-ის დირექტორი
ოლგა შევჩენკო – კრეატივ დირექტორი, სააგენტო Vintage, უკრაინა
თოკარეშკა – კრეატივ დირექტორი, Redberry
ნიკიტა იერმოლაევი – დამფუძნებელი და კრეატივ დირექტორი, Kombinat, ყაზახეთი
სამი ბასუტი – კრეატივ დირექტორი, Manajans J. Walter Thompson, თურქეთი
მარკუს მაცეი – კრეატივ დირექტორი, Plan.Net Group, გერმანია
კრისტინა დენინა – კრეატივ დირექტორი, Contrapunto, რუსეთი

ჟიურის ყველა წევრი ბათუმს 18-19 სექტემბერს ეწვევა და კატეგორიების რჩეულ ნამუშევრებს გამოავლენს. გამარჯვებულთა დაჯილდოება კი, 21 სექტემბერს გაიმართება.

წელს, Ad Black Sea მეხუთედ ტარდება. ყოველწლიურად, ფესტივალი თავს უყრის საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს, 15-ზე მეტი ქვეყნიდან.

YouTube-ზე გამომწერთა ზუსტი რაოდენობა აღარ გამოჩნდება

მოწყობილობა, რომელსაც ადამიანის ტვინის მსგავსად, ავიწყდება და ახსენდება