in

Ad Black Sea 2019-ის ოთხი კატეგორიის ჟიური ცნობილია!

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea 2019 ოთხი კატეგორიის ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია. ისინი ნამუშევრებს კატეგორიებში Film, Film Craft, Advertising Campaigns, Radio & Audio შეაფასებენ. მულტინაციონალური ჟიურის შემადგენლობაში არიან ინდოეთის, გერმანიის, თურქეთის, იტალიის, უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები.

ჟიურის პრეზიდენტი – პიუშ პანდეი, Ogilvy India-ს ხელმძღვანელი და კრეატივ დირექტორი

მიგელ სიმოესი, MullenLowe Group Western Europe, Spain-ის დირექტორი და პარტნიორი

ნიკლას ფრინგს-რაპი, Miami Ad School Europe, Germany-ის დირექტორი

ვოლკან კარაკასოღლი, TBWA Istanbul-ის კრეატივის დირექტორი

სერჯიო სპაჩავენტო – Conversation, Italy-ის კრეატივ დირექტორი

კონსტანტინ შნეიდერი Saatchi & Saatchi Ukraine-ის კრეატივ დირექტორი

სანდრო გაბილაია Metro Production-ის თანადამფუძნებელი და პროდუსერი, JWT Metro, Georgia-ს აღმასრულებელი პროდუსერი

ანტონ მელნიკოვი, e:mg group: creative and strategy, Russia-ს პარტნიორი

ჟიურის გუნდი იმუშავებს პიუშ პანდეის ხელმძღვანელობით. მას Ogilvy-ში მუშაობის 36 წლიანი გამოცდილება აქვს და 1000-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფესტივალებზე.

ჟიურის ყველა წევრი ბათუმს 18-19 სექტემბერს ეწვევა და კატეგორიების რჩეულ ნამუშევრებს გამოავლენს. გამარჯვებულთა დაჯილდოება კი, 21 სექტემბერს გაიმართება.

სულ მალე გახდება ცნობილი შემდეგი კატეგორიების ჟიურის წევრთა ვინაობა: Print & Publishing, Design & Branding Out of Home and Digital & Mobile, Media, Branded Content & Visual Storytelling

VOGUE, ZOE Magazine და L’Officiel ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე

“No Need to Fly – Around the World in Germany” – გერმანიის რკინიგზის კამპანია