in

Absolut Haring Artist Edition – პროდუქტი, რომელიც იქცა ხელოვნებად

ბრენდებს აქვთ ძალა, შექმნან ისეთი პროდუქტი და კომუნიკაცია, რომელსაც ისევე შევაფასებთ, შევიყვარებთ და გავაზიარებთ, როგორც ხელოვნების ნიმუშს. ცხადია, ამას დიდი შემოქმედებითობა, სწორი დროის შერჩევა და ხარისხიანი შესრულება სჭირდება, ამიტომ ყოველთვის ყველას არ გამოსდის.

Absolut ერთ-ერთია იმ იშვიათ ბრენდებს შორის, რომელმაც მოახერხა, მომხმარებლისთვის მხოლოდ პროდუქტი არ ყოფილიყო. შვედური წარმოშობის ეს ბრენდი უკვე ათწლეულებია, ქმნის არა მხოლოდ ხარისხის სტანდარტს, არამედ ძლიერ კულტურულ ნარატივსაც, რომელიც სხვადასხვა კამპანიით ვლინდება. Absolut-ის ძალაც სწორედ ამ თანხვედრაშია: სრულყოფილი გემოს მიღმა დგას იდეა, ხედვა და მუდმივი დიალოგი თანამედროვე კულტურასთან.

კამპანია, რომელიც პროდუქტშიც ცოცხლდება

Absolut-ის ხიბლი ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ მისი კამპანიები არ არის მხოლოდ გარე დეკორაცია, არამედ უშუალოდ პროდუქტში ცოცხლდება და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ხელში დაიჭიროს ის, რაც ადრე მხოლოდ ვიზუალური კომუნიკაცია იყო. ამის ნათელი მაგალითია 2025 წლის ლიმიტირებული გამოშვების ბოთლიც – Absolut Haring Artist Edition, შექმნილი ლეგენდარულ არტისტთან, კიტ ჰარინგთან კოლაბორაციით.

1986 წლის ნამუშევარი ახალ კონტექსტში

ახალი კამპანიის კონცეფცია ეფუძნება 1986 წელს შექმნილი ორიგინალური ნამუშევრის თანამედროვე გააზრებას. როგორც თავის დროზე კიტ ჰარინგმა გამოიტანა ხელოვნება გალერეებიდან ქუჩაში, ისე Absolut ცდილობს, მომხმარებელს პირდაპირ ხელში მიაწოდოს ის ნამუშევრები, რომლებსაც ბრენდი ქმნის. იდეა ემსახურება აღნიშვნასა და ერთმანეთში გაზიარებას, ასევე აერთიანებს ბრენდისა და არტისტის ფილოსოფიას, რომ – ხელოვნება ყველასთვისაა.

არტისტი, რომელმაც წესები შეცვალა

კიტ ჰარინგი რევოლუციური ამერიკელი არტისტია, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ხელოვნების აღქმა. 1980-იან წლებში მის მიერ თამაშის სტილში შესრულებული ნამუშევრები ნიუ-იორკის ქუჩებსა და მეტროში გამოჩნდა და სწრაფად იქცა ქალაქის ვიზუალური კულტურის ნაწილად. უშუალობა და დინამიკა – იმ მთავარ პრინციპებად იქცა, რომლებმაც ჰარინგს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

Absolut × Haring

1986 წელს, ენდი უორჰოლის რეკომენდაციით, კიტ ჰარინგი გახდა მეორე არტისტი, რომელმაც Absolut-თან ითანამშრომლა. ამ კოლაბორაციის ფარგლებში ჰარინგმა შექმნა ოთხი ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი Absolut-ის კამპანიის მთავარ ვიზუალად იქცა და ბრენდის არტისტულ ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

2025 წელს კი Absolut-მა პირველად გამოუშვა ბოთლი, რომელიც უშუალოდ კიტ ჰარინგის ორიგინალური ხელოვნებით არის შთაგონებული. Absolut Haring Artist Edition წარმოადგენს ავთენტური ხელოვნების ნამუშევრის თანამედროვე ინტერპრეტაციას. ბოთლში ასხია Absolut-ის ორიგინალი პროდუქტი, ხოლო მის ზედაპირზე გამოსახულია ჰარინგის ხელწერით შექმნილი ვიზუალი, რომელიც შვედეთის კულტურაზეც მიგვანიშნებს. მედალიონზე წარმოდგენილია L.O. Smith-ის ჰარინგისეული ინტერპრეტაცია, რაც ბრენდის ფესვებსა და არტისტულ ხედვას ერთმანეთთან აკავშირებს. აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ შეერწყა ბრენდის ოფიციალური ლოგო ჰარინგის ნაცნობ სტილთან.

ბოთლის თავსახურს ამშვენებს კიტ ჰარინგის ხელმოწერა, უკანა მხარეს კი დატანილია 1986 წლის Absolut Haring-ის რეკლამა, პროდუქტის ისტორია და სპეციალურად შექმნილი დიზაინის QR კოდი. კოდის სკანირებისას მომხმარებელი გადადის absolut.com-ზე, სადაც შეუძლია აღმოაჩინოს Absolut Haring-ის სამყარო და ამ კოლაბორაციის სრული კონტექსტი.

ლიმიტირებული გამოშვება საქართველოში

Absolut Haring Artist Edition – ხელოვნების ნიმუშად ქცეული პროდუქტი, უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და მისი დისტრიბუტორია „გდ ალკო”. თუ გსურთ, თქვენც შეიგრძნოთ ამ ისტორიული კოლაბორაციის ნაწილად თავი, მოიკითხეთ ლიმიტირებული გამოშვება სასმელების დიდ ქსელურ მარკეტებში.

[R]

GT Motors 2025: მარკეტინგული სტრატეგია, შედეგები და გამოცდილება

„აღნიშნე ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია“ – „ალკორიუმის“ საახალწლო კამპანია ემოციურ და ინტერაქციულ გამოცდილებას აერთიანებს