Absolut Vodka არა მარტო განახლებულ გემოს, არამედ ბოთლის კრეატიულ და ინოვაციურ დიზაინსაც გვთავაზობს. დაწყებული ხელოვანებთან კოლაბორაციებით და დამთავრებული თვალისმომჭრელი ნიმუშებით, თითოეული მათგანი უნიკალურ ამბავს ჰყვება და ბრენდის დამოკიდებულებასაც აჩვენებს გამოხატვის მხატვრული ფორმების მიმართ… უახლესი დიზაინი კი მეტად ეკომეგობრულ მიდგომას გვთავაზობს და ეს Next Gen-ის ქაღალდის ბოთლია.
ტექნიკურად, ბოთლის 57% ქაღალდია, დანარჩენი 43% კი ე. წ. გადამუშავებადი პლასტმასა. თუ დააკვირდებით, ეს არყის შეფუთვაზე მეტად, ნატურალური წვენების ქაღალდის დიზაინთან მეტად ახლოა… კონკრეტულ ბოთლი კი Paper Bottle Company-ის (Paboco), Coca-Cola Company-ს, Carlsberg-ის, P&G-სა და L’Oréal-ის თანამშრომლობის შედეგია.
როგორც ამბობენ, ნახევარლიტრიანი შეფუთვები გამოვა, მისი ფასი კი 20 დოლარამდე იქნება. ხოლო მას შემდეგ, რაც მომხმარებლები სასურველ კოქტეილებს დაამზადებენ, ბოთლის გადამუშავებას ჩვეულებრივ მოახერხებენ. მეტიც, ქაღალდის შეფუთვები მინის შეფუთვაზე 8-ჯერ მსუბუქია. საპილოტე ვერსიაში კი Absolut-ის 5%-იანის ნაცვლად, 40%-იანი ABV არაყი გაიყიდება, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში.
დიახ, ეს Absolut Vodka-ს კიდეც ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მიზნისკენ, რომელიც 2030 წლისთვის ნახშირბად-ნეიტრალურად გახდომას გულისხმობს. იგი უკვე საშუალო დისტილერიაზე 98%-ით ნაკლებ ემისიებს გამოყოფს, ამ ბოთლებმა კი ტემპი კიდევ უფრო შეიძლება დააჩქაროს. თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანიაში მინის ბოთლების სრულად ჩანაცვლებაზე ჯერ მაინც არ საუბრობენ…