ბრენდი თავის ხანგრძლივ პარტნიორობას პოპ-არტის ლეგენდასთან, მისი გარდაცვალების შემდეგაც კი, აგრძელებს… 1985 წელს ენდი უორჰოლმა ორი უნიკალური ნახატი შექმნა Absolut-ისთვის. თუ ერთი აბსოლუტის ფერად და თამამ ბოთლის დიზაინს გვთავაზობს, რომელმაც ამასობაში კლასიკური სტატუსიც შეიძინა, მეორეს მარტივად Absolut blue უწოდეს და თითქმის 4 ათწლეულის განმავლობაში საიდუმლოებებით მოცული დარჩა.
თუმცა სიტუაცია 2020 წელს შეიცვალა, როცა ნამუშევარი აუქციონზე გამოჩნდა. ორიგინალი კონტრაქტის ავთენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, რომელიც ადასტურებს ამ ორი ნახატის არსებობას, აბსოლუტმა Andy Warhol Foundation-თან დაიწყო თანამშრომლობა, რათა თანამედროვე ელფერი შეეძინა. ამგვარად, შეზღუდული გამოშვების ბოთლი მრავაშრიან მოხატულ დიზაინში გვხვდება, რომელიც, რაღა თქმა უნდა, უორჰოლისთვის საკულტო Blue-ს ნამუშევრით არის შთაგონებული.
ხელნაკეთია და ეტიკეტები დაბეჭდილია ზუსტად ისე, როგორც უორჰოლი ისურვებდა 1980-იან წლებში. აღსანიშნავია, რომ ბოთლს თან ახლავს Absolut Warhol’s Milk Punch-ის კოქტეილი, რომელიც შთაგონებულია მხატვრის სიყვარულით სიმინდის ფანტელების მიმართ. ბოთლზე დატანილი QR კოდი კი იმერსიული გამოცდილების კარს აღებს, ცნობისმოყვარე მომხმარებლებს რეცეპს სთავაზობს და ამ უნიკალური კოქტეილის სამყაროში შეხედვის შანსსაც აძლევს.
როგორც ვიგებთ, Absolut Vodka-ს შეზღუდული გამოშვების ბოთლები მხოლოდ აეროპორტებში არსებულ მაღაზიებში ჩაეშვება მსოფლიოს მასშტაბით 50 ბაზარზე. ფინალური სვლა კი Andy Warhol, Money On The Wall-ის გამოფენაზე ნახატის ჩვენება იქნება…