Absolut-ს, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, დასამალი არაფერი აქვს! ბრენდის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში ეს პრიორიტეტი ნამდვილად პირდაპირი მნიშვნელობით არის გადმოცემული. იმისთვის, რომ სუფთა, ხარისხიანი არყის დამზადების პროცესი მომხმარებლისთვისაც თვალსაჩინო ყოფილიყო და საზოგადოება Absolut-ის სანდოობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, კომპანიამ თავისი თანამშრომლები სრულიად გააშიშვლა და სასმლის დამზადების პროცესი, მისი ყველა დეტალის გათვალისწინებით, ასე უჩვეულოდ გადმოსცა. Absolut-ისთვის ეს გამჭირვალე ვიდეორგოლი სააგენტო BBH-მ მოამზადა.