Absolut-მა თავის ახალ 60 წამიან სარეკლამო ვიდეორგოლში ძალიან ბევრი რამ მოაქცია და დროშიც გვამოგზაურა, შეიძლება ითქვას, რომ სამყაროს შექმნის პირველ წამებშიც კი დაგვაბრუნა. გასაკვირი არ არის, რომ ბრენდის ვიდეო თავბრუდამხვევი და იმდენად ეფექტურია, რომ ნახვის შემდეგ მაყურებელში ძლიერ ემოციას აღძრავს, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მასზე 3 ოსკარის მფლობელმა, მექსიკელმა ოპერატორმა ემანუელ ლუბეცკიმ იმუშავა. Gravity-ის, Birdman-ისა და The Revenant-ის ავტორმა ზუსტად 1 წუთში მოაქცია სამყაროს შექმნის, მისი განვითარების და დიადი იდეების გაჩენის ისტორია. ვიდეორგოლი სახელწოდებით One Night მოიცავს, როგორც არაჩვეულებრივ ვიზუალურ ეფექტებს, ასევე ორიგინალურ ტექსტსა და იდეასაც.
https://www.youtube.com/watch?v=rSrOt6DZQqA