ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Absolut-ი, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, ხმამაღლა უჭერს მხარს სიყვარულის თანასწორობასა და თავისუფლებას. ბრენდი პირად შეხედულებებს ახალ სარეკლამო ვიდეორგოლშიც ნათლად გამოხატავს, რომელზეც გასული წლის ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოდ დასახელებულმა BBH-მ იმუშავა. 2 წუთიანი საოცრად ენერგიული, მუსიკალური, ამასთან საკმაოდ პროვოკაციული და კარგად შესრულებული რგოლი უკვე გახდა ფართო განხილვის საგანი. ერთი გრძელი და ჯაჭვივით გადაბმული კოცნა, ახალი რგოლის მთავარი მოქმედებაა რაც სიყვარულის თანასწორობას უსვამს ხაზს.